ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ბილაინს კავკასუსის 75 მილიონიანი ვალის დაუყოვნებლივ გადახდა მოუწევს
ნინო შუბითიძე
11 მარტი, 2016, 15:56
ბილაინს კავკასუსის 75 მილიონიანი ვალის დაუყოვნებლივ გადახდა მოუწევს

თბილისი (GBC) –  "ბილაინის" (შპს მობიტელი) მიერ Caucasus Online-ის აქტივის შესყიდვაზე გადაწყვეტილების მიღებას კომუნიკაციების კომისია  ვეღარ გადაავადებს.

კანონით, მარეგულირებელმა მხარეებისგან  ყველა საჭირო დოკუმენტის გამოთხოვა  და შესწავლა  3 კვირაში უნდა დაასრულოს. გარიგების მონაწილეები აღნიშნავენ, რომ ბოლო ვადა 5 აპრილია და ამის გათვალისწინებით, 25 მარტისთვის დანიშნულ სხდომაზე  საკითხი გადაწყდება.

მორიგი სხდომის  აღნიშნული თარიღი, 10 მარტის განხილვაზე ჩაინიშნა, იმ საფუძვლით, რომ დოკუმენტაცია იყო ვრცელი და  მარეგულირებელს სამუშაო დღეები დეტალურად შესწავლისთვის არ ეყო.

გარიგების მონაწილეების ცნობით,  კომისია  დამატებით დოკუმენტაციას ითხოვს,  რაც ერთმნიშვნელოვნად  განსაზღვრავს მყიდველის ვალდებულებას, რომ  შპს „მობიტელის“  (ბილაინი) კაპიტალში მთავარი აქციონერის  შეტანილი თანხიდან Caucasus Online-ის  $75 მილიონის  დავალიანება, მთლიანად   დაუყოვნებლივ გასტუმრდება და არა 1-წლიანი, 5-წლიანი  თუ სხვა ვადიანობის გრაფიკით. მთავარი კრედიტორი თიბისი ბანკია. 

მხარეების განცხადებით,  საჯარო მაღალი ინტერესის გათვალისწინებით,  მარეგულირებელი უნდა დარწმუნდეს, რომ  გარიგების მიზანი კომპანიის განვითარებაა, რაზეც მყიდველი საინვესტიციო ვალდებულებებსაც იღებს.  შესაბამისად, კომისია ითხოვს კაპიტალის ინექციაში  ხარჯები გაიმიჯნოს, რომ „ბილიანის“ ამბიციებთან ინვესტიციის შესაბამისობა და ხარჯებზე ორიენტირება განისაზღვროს.

„ბილაინის“ გეგმებს შორის Caucasus Onlines-ის პირდაპირი დაშვების გეოგრაფიული არეალის გაფართოებაა. ამ დროისთვის  მხოლოდ 4 ქალაქშია წარმოდგენილი.

ამის გათვალისწინებით, ბაზრის მოთამაშეები არც კონტრაქტის გაძვირებას გამორიცხავენ.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები