| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - აბონენტთა მომსახურების გაუმჯობესებისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქოლ ცენტრში ახალი კომპიუტერული პროგრამა დაინერგა.
კომპანიის ცნობით, პროგრამა მთლიანად მორგებულია კოპანიის ბიზნეს პროცესებზე, რაც გაცილებით ეფექტურს გახდის შემოსული ზარების დამუშავებას და მათზე რეაგირებას.
აბონენტთა მომსახურების კუთხით, იცვლება მოხმარებელთა მხრიდან დაფიქსირებული დავალების გადაცემის ფორმაც, რაც შესაძლებელს გახდის აბონეტის მოთხოვნის დაკმაყოფილებას უფრო სწრაფად.
ქოლ ცენტრი აღჭურვილი იქნება ინტერაქტიული ხმოვანი შეტყობინების სისტემით, რაც მომხმარებლისთვის შესაძლებელს ხდის გარკვეული ტიპის ინფორმაციის მიღებას უშუალოდ ოპერატორთან დაკავშირების გარეშე.
მიმდინარე წლის აპრილიდან განხორციელდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქოლ ცენტრის როგორც სტრუქტურული, ასევე ფუნქციონალური რესტრუქტურიზაცია; შედეგად, გაიზრდება თანამშრომელთა რაოდენობა და ახალი სტრუქტურა მიმართული იქნება უფრო მეტ ზარზე რეაგირებისთვის.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss