| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ეროვნული ბანკის ექს-პრეზიდენტი „სახალხო ბანკსა“ და „ინტელექტბანკთან“ დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს მეანაბრეების ინტერესების დაცვას უკავშირებს.
საკითხზე გიორგი ქადაგიძემ ქართულენოვან Forbes-თან ინტერვიუში ისაუბრა და ორივე შემთხვევას, რისთვისაც ოპონენტები მას აკრიტიკებენ, მეანაბრეების ინტერესების დაცვის კლასიკური მაგალითები უწოდა.
ქადაგიძე იხსენებს, რომ ორივე ბანკის მენეჯმენტი მარეგულირებელს გაყალბებულ ინფორმაციას აწვდიდა.
„ისინი ეროვნულ ბანკს რეალობისგან განსხვავებულ ინფორმაციას აწვდიდნენ. ადგილზე შემოწმებისას კი აღმოჩნდა, რომ სიტუაცია კიდევ უფრო უარესი იყო, ვიდრე წარმოგვედგინა. ორივე შემთხვევა დასრულდა შედეგით: კმაყოფილი მეანაბრეები და უკმაყოფილო აქციონერები. ამ უკანასკნელთა უკმაყოფილების მიზეზი თუ კანონთან არათავსებადია, არსებობს საგამოძიებო ორგანოები და სასამართლო, მიმართონ მათ. მეანაბრეები რომ ყოფილიყვნენ უკმაყოფილო, ეს იქნებოდა პრობლემა. მეანაბრეები კმაყოფილნი არიან- კმაყოფილი ვარ მეც“, - განაცხადა ქადაგიძემ.
ის აღნიშნავს, რომ საბანკო სექტორის რეგულირება სწორედ იმიტომ ხდება, რომ ბანკის გაკოტრება მეანაბრეების გაკოტრებას არ იწვევდეს.
ამასთან, როდესაც სასწორზე დგება აქციონერის ინტერესი VS მეანაბრეთა ინტერესი, სებ-ის ფუნქცია მეანაბრეების დაცვაა.
„ასეც იყო და შედეგად, დღეს მეანაბრეების ნდობა საბანკო სისტემებისადმი ძალიან მაღალია და რიცხვებში ყველა დროის მაქსიმუმს აღწევს - 15 მილიარდს“, - აღნიშნავს ექს-მთავარი ბანკირი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss