| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - „საქართველოს, რომელსაც ღვინის წარმოების 8 000 წლიანი უწყვეტი ტრადიცია აქვს, ექსკლუზური უფლება აქვს საკუთარ ქვეყანას ღვინის აკვანი უწოდოს და ევროკავშირში საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაცია ამ კონტექსტით განახორციელოს, - განაცხადა საფრანგეთის ღვინის მწარმოებელთა კავშირის ხელმძღვანელმა, ჟან-მარი ბარილერემ პარიზში ქართულ დელეგაციასთან შეხვედრისას.
შეხვედრა, რომელშიც სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელიაც მონაწილეობდა, პარიზში სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის საერთაშორისო გამოფენის (CIA) ფარგლებში შედგა. მას ღვინის მწარმოებელი მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელებიც დაესწრნენ.
საუბარი შეეხო საქართველოს, როგორც ღვინის უძველესი კულტურის, ისტორიისა და ტრადიციის მქონე ქვეყნის პოპულარიზაციას.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროპაში, კერძოდ, საფრანგეთში ქართული ღვინის ექსპორტის სტატისტიკასა და არსებულ პოზიციებზე.
განიხილეს ის რეკომენდაციები და წინადადებები, რომელიც ქართული ღვინის, ბრენდისა და ჭაჭის პოპულარიზაციის ერთიან მიდგომებს, პროდუქციის ხარისხის და ექსპორტის ზრდას და მეღვინეობის დარგის მეტ ხელშეწყობას ითვალისწინებს.
სამინისტროს ცნობით, ფრანგული ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლების მიერ ქართული ადგილწარმოშობისა და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვასთან დაკავშირებით მკაფიო პოზიციების დაფიქსირება. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. ფრანგულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა ქართველი მეწარმეებისთვის ღვინის დაყენების თანამედროვე ტექნოლოგიების, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების კუთხით.
შეხვედრზე განიხილეს პროდუქციის კონტროლის მექანიზმები, რომლებიც როგორც ადგილობრივი, ისე საექსპორტო ბაზრისთვის გათვალისწინებული ღვინის ერთიანი სტანდარტი უნდა უზრუნველყოს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss