| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - „ საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის “ წარმომადგენლები მეშახტეთა საინიციატივო ჯგუფს შეხვდნენ.
შეხვედრას „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ ფინანსური დირექტორი, ზურა გელენიძე, ჯანდაცვის სამინისტროს და პროფკავშირების წარმომადგენლები დაესწრნენ.
დიალოგის ფარგლებში მხარეები გაეცნენ იმ სამ ძირითად მიმართულებას, რომელთა მოგვარებაც მეშახტეტასთვის მნიშვნელოვანია.
საინიციატივო ჯგუფის ძირითადი მოთხოვნაა - ხელფასების ზრდა, შრომის პირობების გაუმჯობესება და კომპანია ,,საქნახშირი ჯი-აი-ჯის“ ხელმძღვანელობასთან კომუნიკაციის პრობლემის აღმოფხვრა.
შეხვედრაზე კომპანიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მზად არის მოაწესრიგოს თითოეული ლეგიტიმური საკითხი, რომელიც ეხება მათი სოციალური უფლებების გაუმჯობესებას. ასევე გამოითქვა მზადყოფნა კომპანია ,,საქნახშირი ჯი-აი-ჯის„ მენეჯმენტთან შექმნილი კუმუნიკაციის პრობლემის დროულად აღმოფხვრის თაობაზე.
საინიციატივო ჯგუფს კიდევ ერთხელ განემარტა, რომ არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, ასევე მსოფლიო ბაზარზე ქვანახშირის სარეალიზაციო ფასის მნიშვნელოვანი ვარდნისა და ნახშირის მოხმარების შემცირების ფონზე, როგორც პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ვერ გასცემს არარეალურ დაპირებებს ამ ეტაპზე ხელფასის მყისიერ ზრდასთან დაკავშირებით.
ასევე აღინიშნა, რომ კომპანიას აქვს ჩამოყალიბებული სტრატეგია და განვითარების გრძელვადიანი გეგმა, რაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში გამოიხატება და სწორედ შახტების შემდგომი განვითარება და ნახშირის მოპოვების გაზრდა გახდება ფინანსური ხარჯების ოპტიმიზაციის საფუძველი, რაც პერსპექტივაში მეშახტეთა შრომის ანაზღაურების ზრდაზეც აისახება.
შეხვედრის დეტალები და მიღებული გადაწყვეტილებები, გაეცნო ასევე გარეთ შეკრებილ მეშახტეთა ჯგუფს.
„კომპანია „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ ოფიციალური წარმომადგენლები ამ დრომდე იმყოფებიან ადგილზე და აქტიურ კომუნიკაციას განაგრძობენ მეშახტეებთან საკითხების დროულად დარეგულირების მიზნით“, - აცხადებს კომპანია .
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss