ოქრო NYMEX(უნც.) 1.303.95 +0.68% |
პლატინა (უნც.) 835.85 +1.12% |
ვერცხლი (უნც.) 15.383 +1.40% |
პალადიუმი NYMEX 1.523.60 +0.59% |
ნიკელი (ტონა) 12.987.5 +0.62% |
ალუმინი (ტონა) 1.908.5 +0.33% |
ნავთობი (Brent) 66.98 -0.37% |
გაზი(NYMEX) 2.830 -0.91% |
შაქარი LIFFE (ტონა) 12.40 -0.16% |
ყავა(Robusta), USD (ტონა) 96.97 -0.19% |
ხორბალი (ტონა) 451.38 -0.14% |
ექსკლუზივი
бѓќбѓбѓбѓЄбѓбѓђбѓљбѓЈбѓбѓ бѓбѓЈбѓбѓЎбѓбѓбѓ
კომპანიის სიახლეები
| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |
სპონსორები
FREE NEWS
<< უკან
მსგავსი სტატიები
ეროვნული ბანკი საგანმანათლებლო ვიდეორგოლების განვითარებას განაგრძობს
24 თებერვალი, 2016, 17:36

თბილისი (GBC) - ინფლაცია, საბანკო საქმე, საბალანსო უწყისი, მიწოდების კანონი, მთლიანი შიდა პროდუქტი - ასეთია მორიგი რვა საგანმანათლებლო ვიდეორგოლის შინაარსი, რომელთა განვითარებაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსური განათლების ამაღლების მიზნით 2015 წლიდან დაიწყო.
"ხან აკადემიის" (Khan Academy) ფინანსებისა და ეკონომიკის საკითხებზე შექმნილი საგანმანათლებლო ვიდეო-გაკვეთილები ყველა ტიპის მსმენელზეა გათვლილი და გარდა ზოგადი ფინანსური და ეკონომიკური ცოდნის გაუმჯობესებისა, მომხმარებელს უკეთესი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება. საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ მომხმარებლებისთვის საინტერესო, ინტერაქტიული ვიდეო-მასალის მიწოდება ფინანსური ცოდნის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ფორმაა.
ვიდეო-გაკვეთილები განსხვავდება შინაარსისა და სირთულის მიხედვით. პირველი ხუთი ვიდეო განიხილავდა მთლიან შიდა პროდუქტსა (მშპ) და მის კომპონენტებს, დეპოზიტზე პროცენტის დარიცხვის რთულ და მარტივ მეთოდებს, და ასევე, მოთხოვნის კანონს.
მომავალში დაგეგმილი ვიდეო-გაკვეთილები დაეთმობა ისეთ თემებს, როგორიცაა: სესხზე პროცენტის დარიცხვის სხვადასხვა მეთოდი, ფულის ღირებულება დროში, ნომინალური და ეფექტური საპროცენტო განაკვეთები, მონეტარული პოლიტიკა, იპოთეკური სესხები, ბანკის მოგება-ზარალის უწყისი, სავალუტო რეზერვები და ა. შ.
"ხან აკადემიის" პროექტის ფარგლებში შექმნილი ვიდეოების გარდა, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით არსებულ ჩარჩოსთან ერთად, რომელიც უკვე მოიცავს მომხმარებლებისთვის სავალუტო რისკის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულებას, და ამ თემაზე შექმნილი საგანმანათლებლო მასალის გავრცელებას, იგეგმება განვითარდეს სებ-ის ვიდეორგოლები, რომლებიც დაეთმობა, მათ შორის, უცხოურ ვალუტაში სესხებასთან დაკავშირებულ რისკებს და სხვა, ქვეყნისთვის სპეციფიკურ თემებს.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებლებისგან მიღებული შეფასება ეროვნულ ბანკს საშუალებას აძლევს უკეთ განსაზღვროს, თუ რა თემებზე და რა მიდგომებით განაგრძოს ვიდეორგოლების განვითარება.
"აღნიშნულ პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყანაში ფინანსური განათლების დონის ამაღლების კუთხით, და მომავალში, აუცილებელია ამ მიმართულებით კიდევ უფრო გააქტიურება", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ოთარ ნადარაიამ.
"ხან აკადემიის" ვიდეო-გაკვეთილები ხელმისაწვდომია როგორც სპეციალურად ამ მიზნისთვის შექმნილ YouTube არხზე, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა გვერდზე.
მომდევნო ორი თვის განმავლობაში დამატებით 24 ვიდეოს ჩაწერაა დაგეგმილი. აღნიშნული პროექტი ევროპული ფონდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისათვის (EFSE) განვითარების პროგრამის (EFSE DF) მხარდაჭერით ხორციელდება. ტექნიკურ დახმარებას კი საქართველოს ეროვნულ ბანკს "მედია ჰაუს დეკომი" უწევს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის რემონტს ,,თეთრი სახლი’’ 40მლნ ლარად შეასრულებს
28 სექტემბერი, 2022, 17:01
ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლა შეიზღუდა
28 სექტემბერი, 2022, 16:58
ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთშია
28 სექტემბერი, 2022, 16:37
გამოკითხვა
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |
სპონსორები



















Facebook
Twitter
Rss