| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - კომპანია Plastic Production-ის პოლიეთილენის პროდუქციის მწარმოებელი საწარმო ექსპლუატაციაში შევიდა.
აჭარაში მდებარე საწარმოში პოლიეთილენის ბიოდეგრადირებულ პარკებს ამზადებენ. კომპანია ასევე პირველია საქართველოში, რომელმაც მწარმოებლებს ჰაეროვან-ბუშტუკოვანი, შესაფუთი ფირები შესთავაზა.
მაღალი ხარისხის და კონკურენტული ფასების გათვალისწინებით მენეჯმენტი იმპორტის ჩანაცვლებას და ბაზარზე სწრაფ ზრდას ელის.
„კომპანია 2016 წლის დასაწყისში შემოვიდა ბაზარზე და უკვე გვაქვს მოცულობით შეკვეთები. ვამზადებთ, როგორც ბრენდირებულ, ასევე არაბრენდირებულ სასურსათო და სამარკეტო პროდუქციისთვის საჭირო სხვადასხვა ხარისხისა და ზომის პარკებს. აღსანიშნავია, რომ უახლესი დანადგარები შესაძლებლობას გვაძლევს ვაწარმოოთ ცელოფანი, რომელიც 12-24 თვეში სრულად ბიოდეგრადირდება მიწაში, ეს კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანია სხვა მწარმოებლებისგან“, - აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი მენეჯერი მირზა სვანიძე.
მისი თქმით, ჰაეროვან-ბუშტუკოვანი ფირების რეალიზაცია ადგილობრივი ბაზრის გარდა მეზობელ ქვეყნებშიც იგეგმება. კერძოდ, აზერბაიჯანში, სადაც მსგავსი საწარმო არ არსებობს, ასევე თურქეთის შავი ზღვისპირეთში, საიდანაც ჰაეროვან-ბუშტუკოვანი ფირების მწარმოებელი ქარხანა 800 კილომეტრით არის დაშორებული.
საწარმოში, რომელიც სრულად ავტომატიზებულია, ამჟამად, 12 ადამიანია დასაქმებული.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss