ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse -ს უჩივლა
19 თებერვალი, 2016, 10:48
ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse -ს უჩივლა

თბილისი (GBC) - Credit Suisse-ი, რომელიც ცდილობს სასწრაფოდ „გადაწყოს“ კორპორაციული საბანკო ბიზნესი, იძულებულია გაბრაზებულ მილიარდერთან სასამართლოში იბრძოლოს, - წერს The Wall Street Journal-ი.

შვეიცარიულ ბანკს საქართველოს ექს-პრემიერმა და 5 მილიარდის ქონების მფლობელმა, ბიძინა ივანიშვილმა მისი თანხის არასწორად მართვისთვის სასამართლოში უჩივლა.

სტატიაში ნათქვამია, რომ ჟენევის პროკურატურაში დეკემბერსა და იანვარში რამდენიმე სარჩელი შევიდა, სადაც თაღლითობაზე და Credit Suisse-ის ცუდ მენეჯმენტზეა საუბარი.

ივანიშვილს დიდი ზარალი პირადი ბანკირის გამო მიადგა, რაზეც უკვე იუწყებოდა შვეიცარიული პრესა.Le Temps-ის ცნობით, ქართველი მილიარდერის ზარალი 100 მლნ ფრანკი იყო.

Wall Street Journal-ის ცნობით, ბანკის ყოფილი მენეჯერი პატრის ლესკოდრონი, რომელიც თაღლითობაშია ბრალდებული, ამ დროისათვის დაკავებულია.

მისი ადვოკადი საიმონ ნტა ამბობს, რომ პრობლემები ბანკირს  ჯერ კიდევ 2007 წელს დაეწყო, როდესაც საკუთარ კლიენტებს ერთ-ერთი ავსტრიული ჰოლდინიგის აქციები შესთავაზა, რომლების ძალიან მალე გაუფასურდა. მაშინ პანიკაში ჩავარდნილმა ლესკოდრონმა ივანიშვილის ანგარიშიდან ფული აიღო, რათა სხვა კლიენტების ზარალი დაეფარა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები