ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ლიანა ჯერვალიძე: ირანულ გაზზე ფასის დადგენა მარტივი არ იქნება 
მარიამ მინაძე
15 თებერვალი, 2016, 18:32
ლიანა ჯერვალიძე: ირანულ გაზზე ფასის დადგენა მარტივი არ იქნება 

თბილისი (GBC) - გაზის მიღება ირანიდან თეორიულად, მომავალში შესაძლებელია, მაგრამ ახლო პერსპექტივაში არა, - ამის შესახებ ენერგეტიკოსმა ლიანა ჯერვალიძემ GBC-სთან საუბარისას განაცხადა.

ექსპერტი ენერგეტიკის სამინისტროს სხვადასხვა მიმართულებით აქტივობას უწონებს და აღნიშნავს, რომ მათ შორს, ირანი საინტერესოა ჩვენთვის, თუმცა ამ ქვეყანასთან დაკავშირებით  ბევრი პრობლემაა.

ლიანა ჯერვალიძე აღნიშნავს, რომ  ჩრდილოეთ - სამხრეთის დამაკავშირებელი მილსადენის არსებობის შემთხვევაში, საქართველოს გავლით დიდი რაოდენობით გაზის გატარება იქნებოდა შესაძლებელი, რაც მომგებიანია.

 „თეორიულად მილსადენის აშენებაც შესაძლებელია, ინვესტიციების და დაფინანსების  შემთხვევაში, თუმცა ეს მოკლევადიანი პერსპექტივა არ არის“, - აცხადებს ჯერვალიძე.

მისი თქმით, ნავთობის და გაზის პროექტები ზოგადად არის 5-10 წლიანი, ამიტომ შედეგი მინიმუმ 5-7 წლის შემდეგ იქნება ხელშესახები, თუმცა ამ მიმართულებით დღესვე მოძრაობის დაწყება სრულიად გამართლებულია.  

„დღეს თუ არ ვიმოძრავეთ და არ გავიგეთ რას ფიქრობენ ჩვენი მეზობლები და სავარაუდო პარტნიორები, ორ მხარეს არ გვეცოდინება ერთმანეთის პოზიცია პროექტები ვერ განხორციელდება. უნდა გაირკვეს  გვაქვს თუ არა პოტენციალი, რომ ირანული გაზის ტრანზიტის მხარე გავხდეთ“, - აღნიშნავს ექსპერტი.

კიდევ ერთი თემა რაც ამ ფონზე საინტერესოა ირანული გაზის ფასია, რაზეც დღეს აქტიურად არ საუბრობენ.

ირანული გაზი მაღალკალორიულია, საქართველოში კი ბუნებრივი გაზის ფასი არა კალორიულობის, არამედ კუბური მეტრის მიხედვით ითვლება, ამიტომ ირანულ გაზზე ფასის დადგენა არ იქნება მარტივი.

„უნდა შეიცვალოს თვითონ რეგიონში ფასის სტრუქტურა. ამასთან,  ირანული გაზი რომელიც მაღალკალორიულია,  მოწოდებული უნდა იყოს ცალკე მილით, რომელიც არ შეერევა უფრო დაბალკალორიულ აზერბაიჯანულ, თურქმენულ ან რუსულ გაზს. აქედან გამომდინარე, ეს არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ ბევრ სხვა ფაქტორსაც მოიცავს“, - ამბობს ექსპერტი.  

ირანიდან ევროპის მიმართულებით გაზის გატარების მარშრუტი მოიცავს მილსადენს, რომელიც წარმოვა ირანის სამხრეთიდან გაივლის აზერბაიჯანს ან სომხეთს, შემოვა საქართველოში და საქართველოდან გათხევადებული ფორმით გავა ევროპაში, თუ ეს იქნება ირანული და ევროპული კომპანიების ინტერესში.

ექსპერტი ასევე აღნიშნავს, რომ ირანთან ურთიერთობა მხოლოდ გაზით არ შემოიფარგლება, რადგანაც ირანს ბევრი სხვა საექსპორტო პროდუქცია გააჩნია, მათ შორის ნავთობი და ბიტუმი.

 „გაზს მე პირველ პრიორიტეტად ვერ ვხედავ. მოკლევადიან პერიოდში, უფრო სხვა პროდუქციას ვხედავ პერსპექტიულად, რომელიც შეიძლება ქართული პორტების მეშვეობით ევროპაში გადაიტვირთოს“, - აცხადებს ენერგეტიკოსი.

მისი აზრით, იმ ტვირთებს, რისი მოზიდვაც შეგვიძლია ირანიდან, შეუძლია გაცილებით მეტი ეკონომიკური სარგებელის მოტანა საქართველოსთვის , ვიდრე გაზის სექტორში ნებისმიერ დიდ პროექტს.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები