ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბუცხრიკიძე: ესტონური მოდელი ბანკებზეც უნდა გავრცელდეს
ნინო შუბითიძე
12 თებერვალი, 2016, 18:11
ბუცხრიკიძე: ესტონური მოდელი ბანკებზეც უნდა გავრცელდეს

თბილისი (GBC) – “ჩვენი ინვესტორებისთვის გაგვიჭირდება ახსნა, რატომ  არის ბანკები ამოვარდნილი ერთიანი რეჟიმიდან“, - თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი "ესტონური მოდელზე", სექტორის ერთიან პოზიციას, მომავალ კვირას გააჟღერებს.

ვახტანგ ბუცხრიკიძის  ინფორმაციით, ამ დროისთვის ბანკები  პოზიციებს აჯერებენ, პირველი შეხვედრა, ასოციაციაში, ხუთშაბათს  გაიმართა.

მისთვის მარტივი, არითმეტიკული მიდგომა, ბიუჯეტში ბანკების  გადახდილი მოგების დაჯამებით, მიუღებელია, როცა საპირწონე ინვესტორების ინტერესებია.

ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, სექტორს სრული ლეგიტიმური უფლება აქვს, სხვა ბიზნესკომპანებთან ერთად დაბეგვრის შეცვლილ რეჟიმში მოექცეს.

„ჩვენი სტრატეგიაა მოგების 25% გავცეთ დივიდენდად და  ამ ფორმულას  მაინც არ შეცვლით, ნუსხაში მოვხვდებით თუ არა“,  - აღნიშნა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

შეგახსენებთ, მოგების გადასახადის რეფორმა გადამხდელთა ნაწილს არ შეეხება.

ფინანსთა მინისტრის ცნობით, ბანკებს, სადაზღვევო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, მეწარმე ფიზიკური პირებს და იმ კომპანიებს, რომლებსაც მოგების განაწილება ეკრძალებათ, მოგების გადასახადის არსებული რეჟიმი შეუნარჩუნდებათ და კვლავ 15%-ით დაიბეგრებიან.

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები