ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
გალერია თბილისი  2017 წლის სექტემბერში გაიხსნება
11 თებერვალი, 2016, 12:21
გალერია თბილისი  2017 წლის სექტემბერში გაიხსნება

თბილისი (GBC) – უნივერმაღი „თბილისის“ ადგილას ახალი მრავალფუნქციური ცენტრი 2017 წლის სექტემბერში გაიხსნება.

ამის შესახებ ხუთშაბათს „თანაინვესტირების ფონდმა“ განაცხადა, რომელმაც პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია გამართა.

ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტში ინვესტიციას 100%-ით ახორციელებს ფონდი და მისი ჯამური საინვესტიციო მოცულობა $77 მლნ აშშ დოლარს უტოლდება.

პროექტის დიზაინი ცნობილ ებრაულ კომპანიას Moshe Tzur Architects-ს ეკუთვნის.

„გალერია თბილისის“ ჯამური სავაჭრო ფართი 22, 000 მ²-ს შეადგენს. ერთ დიდ სივრცეში ინტეგრირებული იქნება საცალო ვაჭრობისთვის განკუთვნილი 5 სართული და საკვები ზონა - რესტორნებით და კაფეებით, ცენტრს ექნება ვერანდაც, საიდანაც თბილისის ხედები გადაიშლება, ასევე 308 ავტომანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი.

„პროექტი უნიკალურია იმითაც, რომ მის შენობაში ინტეგრირებული იქნება „თავისუფალი“ და „ალ. გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატული“ თეატრები. ეს გარემოება ცენტრს კულტურულ დატვირთვასაც შესძენს“, - აღნიშნა გიორგი ბაჩიაშვილმა.

ცნობილი გახდა, რომ ცენტრში წარმოდგენილი იქნება საშუალო და საშუალოზე მაღალი დონის ადგილობრივი და საერთაშორისო, მსოფლიოში ცნობილი ბრენდების  ნაზავი, რაზეც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს და 2016 წლისთვის დაგეგმილია მოსაზიდი რითეილერების 80%-თან თანამშორმლობის ოფიციალურად გაფორმება.

„გალერია თბილისის“ ექსკლუზიური ბროკერი Colliers International Georgia-აა, რომელთან თანამშრომლობით 2015 წლის ნოემბერში  „გალერია თბილისი“ წარადგინეს კანში, უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე, MAPIC 2015, სადაც პროექტმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

შეგახსენებთ, საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა უნივერმაღის შენობა 2015 წლის აპრილში შეიძინა, ჰოლანდიური კომპანია Doryphore Investment B.V-გან.

 „გალერია თბილისის“ პროექტის ფარგლებში წინამოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის ზაფხულში დაიწყო. ამ ეტაპზე, პროექტი უკვე შევიდა აქტიური სამშენებლო სამუშაოების ფაზაში.

სამშენებლო სამუშაოებს ქართული სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ახორციელებს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები