| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ქართული კომპანია Bros eyewear -ი წარმოებული სათვალეების ესპანეთის ბაზარზე წარდგენას გეგმავს.
კომპანია ორი ძმის საკუთრებაა, რომლებიც სათვალეებს ნატურალური ხისგან, ხელით ამზადებენ. ექსპორტის დაწყება გაზაფხულზე იგეგმება.
საკუთარ გეგმებზე ძმებმა ირაკლი და ლევან გამთენაძეებმა Marketer-თან ისაუბრეს.
ისინი აღნიშნავენ, რომ თითოეული მოდელი ინდივიდუალურია, რადგანაც ხელით მუშაობისას ორი ერთნაირი ჩარჩოს გაკეთება შეუძლებელია.
სათვალეების ფასი 240 ლარიდან იწყება და მოდელისა და მასალის მიხედვით იცვლება.
ამ ეტაპზე ორიგინალური სათვალეების შეძენა მხოლოდ Bros eyewear-ის სახელოსნოშია შესაძლებელი. უახლოეს პერიოდში მაღაზიის გახსნა არ იგეგმება, რადგანაც ის დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, თუმცა განიხილება რომელიმე სავაჭრო ცენტრში სტენდის გაკეთება.
„ეს არის მთლიანად ხის პროდუქცია. სათვალეებს ნატურალური ხისგან ვამზადებთ. ქიმიურ დანამატებს არ ვურევთ და დაფარულია ანტიალერგიული საშუალებით. ვფიქრობთ, რომ ეს ბაზარზე არის ინოვაციური პროდუქტი“, - აცხადებენ ახალგაზრდა ბიზნესმენები.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss