| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ბაზარზე მოქმედმა 9 უმსხვილესმა ონლაინ სესხების ორგანიზაციამ ასოციაცია დააფუძნა.
„საქართველოს ონლაინ არასაბანკო საკრედიტო ასოციაციამ“ ფუნქციონირება იანვრიდან დაიწყო და განაცხადა, რომ მთავარი მიზანი მომხმარებელთან კომუნიკაცია და ონლაინ სესხების პროდუქტის შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებაა.
ასოციაცია პრიორიტეტად ისახავს მოსახლეობასა და ონლაინ სესხების ორგანიზაციებს შორის ნდობის დამყარებას და მათი უფლებების დაცვას.
ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საკანონმდებლო ბაზის დახვეწა, ონლაინ სესხების ბაზრის დარეგულირება და მათი საქმიანობის გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევა იქნება. ამ მიზნით ასოციაცია ეროვნულ ბანკთან და სხვა საკანონმდებლო ორგანიზაციასთან ითანამშრომლებს.
ასოციაციას დავით კიკვიძე უხელმძღვანელებს, რომელიც ბოლო 2 წელი მუშაობდა არასამთავრობო სექტორში საბანკო სექტორის მიმართულებით.
ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ ონლაინ სესხების არსი ბევრმა მომხმარებელმა არასწორად გაიგო და არამიზნობრივად გამოიყენა და საბოლოოდ, მათ უმრავლესობას საკრედიტო ისტორია გაუფუჭდა.
ამ ვითარების გამოსასწორებლად ასოციაცია სამომავლოდ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარებას და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას გეგმავს, რომლებიც ჩართულნი არიან მომხმარებელთა ფინანსური განათლების დონის ამაღლებაში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss