ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
მთავრობა ანაკლიის პორტთან ინფრასტრუქტურის მისაყვანად 50 მილიონს დახარჯავს
ნინო შუბითიძე
8 თებერვალი, 2016, 15:55
მთავრობა ანაკლიის პორტთან ინფრასტრუქტურის მისაყვანად 50 მილიონს დახარჯავს

თბილისი (GBC) - მთავრობას ანაკლიის პორტთან ინფრასტრუქტურის მიყვანა 50 მილიონზე მეტი დაუჯდება.

ამის შესახებ  GBC-ს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხდა და აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურის მოწყობას მთავრობა მთლიანად საკუთარ თავზე იღებს.

მისი თქმით, დაახლოებით 17 მლნ პორტამდე სარკინიგზო მაგისტრალის გაყვანას მოხმარდება, დანარჩენი თანხა, 34 მლნ კი, სხვა საჭირო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაიხარჯება. 

პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა ინვესტორებთან მოლაპარეკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო. იანვრის ბოლოს ტენდერში მონაწილე ANAKLIA PORT AND INDUSTRIAL ECO PARK-ის წარმომადგენელი თემურ ქარჩავა აღნიშნავდა, რომ  პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე მთავრობის გამოკვეთილი პოზიცია არ ფიქსირდებოდა.

შეგახსენებთ, ანაკლიის პორტის ტენდერში გამარჯვებულად ANAKLIA DEVELOPMENT CONSORTIUM-ი გამოცხადდა. ღრმაწყლოვან პორტს თიბისი ჯგუფი ამერიკულ Conti International-თან ერთად ააშენებს. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები