ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
HTM Helicopter Travel Munich GmbH სამთო კურორტებზე ტურისტულ ჯგუფებს მოემსახურება
4 თებერვალი, 2016, 15:34
HTM Helicopter Travel Munich GmbH სამთო კურორტებზე ტურისტულ ჯგუფებს მოემსახურება

თბილისი (GBC) - ზამთრის საკურორტო ზონაში თანამედროვე ვერტმფრენით ტურისტული ჯგუფების მომსახურებას კიდევ ერთი კომპანია განახორციელებს.

გერმანულმა HTM Helicopter Travel Munich GmbH-მა  სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან ფრენების განხორციელების ნებართვა მიიღო. ნებართვის მინიჭების თაობაზე შუამდგომლობით სააგენტოს შპს „ჰელიქსირმა“ მიმართა.

ფრენები 4 თებერვლიდან 31 მარტამდე განახორციელდება. HTM Helicopter Travel Munich GmbH-ის კუთვნილი, AS 350 B3 ტიპის თანამედროვე ვერტმფრენით, ქართული კომპანია „ჰელიქსირი“ განახორციელებს გუდაურის საკურორტო ზონაში მცირე ტურისტული ჯგუფების მომსახურებას, კერძოდ, Heli-skiing ტურებს, რაც ვერტმფრენებით მოთხილამურეების და სნოუბორდისტების გაუკვალავ თოვლში გადასხმას, თხილამურებით სრიალისა და სნოუბორდინგის ორგანიზებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, ზამთრის ტურისტულ ზონებში ფრენების უფლება ავსტრიულმა კომპანია Wucher Helikopter Gmbh-მაც მოიპოვა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები