| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – ფარმაცევტული კომპანია პსპ-ს სააფთიქო ქსელის გაფართოებას განაგრძობს.
კომპანია წელს 20 ახალი აფთიაქის გახსნას და 25 აფთიაქისთვის ფორმატის შეცვლას გეგმავს.
კომპანიის ცნობით, 2015 წელს პსპ-ს სააფთიქო ქსელს 14 ახალი აფთიაქი შეემატა თბილისის სხვადსხვა უბანსა და საქართველოს რეგიონებში, მათ შორის ქუთაისს, ზუგდიდსა და ბორჯომში.
წლის მანძილზე 15 პსპ-აფთიაქს ფორმატი შეეცვალა და ფარმა-მარკეტის ტიპის აფთიაქად გადაკეთდა (მათ შორის 4 ქუთაისსა და ბათუმში). წლის ბოლოს პსპ-ს ქსელი 182 აფთიაქით იყო წარმოდგენილი საქართველოს მასშტაბით.
“2016 წელს პსპ-ს ქსელის გაფართოების გეგმა მოიცავს კიდევ 20 ახალი აფთიაქის გახსნას და 25 აფთიაქის ფორმატის შეცვლას თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. წელს იანვარში თბილისში, ბორჯომის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე გაიხსნა ახალი აფთიაქი; თებერვალში კიდევ 3 ახალი პსპ-აფთიაქი (ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში) მოემსახურება მომხმარებელს. ამასთან ერთად მიმდინარეობს ფარმა-მარკეტის სტილში არსებული რამდენიმე აფთიაქის ფორმატის შეცვლის პროცესი”- აცხადებენ პსპ-ში.
მენეჯმენტი აცხადებს, რომ ქსელის გაფართოება საქართველოს მასშტაბით, თითოეული მომხმარებლისთვის გარანტირებული ხარისხის ყველაზე ფართო ასორტიმენტის ტერიტორიული ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება, ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით კი, პსპ მუდმივად ახალ-ახალ ფასდაკლების აქციებს სთავაზობს მომხმარებელს, ამასთან ძალაში რჩება ყველა ძველი აქციაც.
"პსპ ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას და 2016 წელს ტრადიციულად განაგრძობს „შეტევას ფასებზე“, რათა მომხმარებელს უფრო მეტი ბენეფიტი შესთავაზოს", - აცხადებს კომპანია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss