ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ჯიპიაი ჰოლდინგმა ახალი ონლაინ პორტალის გაშვებასა და 50 პროცენტიან ფასდაკლებაზე განაცხადა  
2 თებერვალი, 2016, 13:59
ჯიპიაი ჰოლდინგმა ახალი ონლაინ პორტალის გაშვებასა და 50 პროცენტიან ფასდაკლებაზე განაცხადა  

თბილისი (GBC) - დაზღვევას ახალი მისამართი აქვს - www.mygpi.ge - აცხადებს სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი, რომელიც საქართველოში პირველია, ვინც საკუთარ მომხმარებელს დაზღვევის ონლაინ პორტალს სთავაზობს.

მსურველებს შესაძლებლობა აქვთ დარეგისტრირდნენ ახალ ვებგვერდზე და ისარგებლონ გამარტივებული მომსახურებით.

www.mygpi.ge-ზე შესაძლებელია ჯანმრთელობის, სამოგზაურო, ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის შეძენა და სტიქიისგან დაზღვევის პოლისის საჩუქრად მიღება.

ასევე,მოქმედი პოლისების შესახებ სრული ინფორმაციის გადამოწმება, დაზღვევის ღირებულების გამოთვლა და ავტომატური გადახდის სერვისით სარგებლობა.

ამასთან, 29 თებერვლამდე ვებგვერდზე არსებული ყველა პოლისი 50%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.

 „ჩვენ როგორც ევროპული სადაზღვევო ჯგუფის წარმომადგენელი საქართველოში, მაქსიმალურად ვართ ორიენტირებული ჩვენი მომხმარებლის კომფორტზე და ყოველთვის ვზრუნავთ, რომ სადაზღვევო მომსახურება უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი გავხადოთ. ონლაინ ოფისი საქმიანი, პროგრესული ადამიანებისთვის შევქმენით, დღეიდან, დაზღვევის სხვადასხვა პაკეტის შეძენა სახლიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი.გვიხარია, რომ www.mygpi.ge არის დაზღვევის პირველი ონლაინ მისამართი საქართველოში.“- აცხადებს „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი პაატა ლომაძე.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები