ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
GWP: დიღმის მასივს და ნაძალადევის ნაწილს დღეს წყალმომარაგება შეეზღუდება 
2 თებერვალი, 2016, 13:44
GWP: დიღმის მასივს და ნაძალადევის ნაწილს დღეს წყალმომარაგება შეეზღუდება 

თბილისი (GBC) - კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, სანზონის დასახლებაში, სამშაბათს, გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარებას გეგმავს.

კომპანიის ცნობით, ავარიულად დაზიანებული 900 მმ-იან ფოლადის მაგისტრალზე  სამუშაოები 15:00 საათიდან დაიწყება. 

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 15:00-დან 23:00 საათამდე, ნაძალადევის რაიონში წყალმომარაგება შეუწყდება:

დიღმის მასივს, მათ შორის: ლუბლიანას, ჩაჩავას, ბელიაშვილის და ბოხუას ქუჩებს;

ც. დადიანის II მ/რაიონს, ჩარგლის, ზიგზაგის, გვაზაურის, სააკაძის, ჭიჭინაძის, ჯანელიძის,  ურიდიას და ნაძალადევის რაიონის ზოგიერთ ქუჩას.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უკვე მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისფუქისა და ვებგვერდის http://www.gwp.ge/ka/dagegmili მეშვეობით.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება რაც შეიძლება მოკლე დროში დაასრულოს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები