| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) -განახლებული 20 და 50 ლარიანი ბანკნოტები მიმოქცევაში 1 თებერვლიდან ჩაეშვა.
რაც შეეხება 100 ლარის ნომინალის განახლებულ ბანკნოტებს, ის წელს მოგვიანებით გავა მიმოქცევაში, რომლის შესახებ ეროვნული ბანკი საზოგადოების ინფორმირებას წინანსწარ მოახდენს.
სებ-ის ცნობით, ორშაბათისთვის კომერციული ბანკების მხრიდან მოთხოვნა 2500 კონა 20 ლარიანზე და 1700 კონა 50 ლარიანზეა. (1 კონა = 1000 ცალს).
სებ-ის აღმასრულებელი დირექტორის გიორგი მელაშვილის განცხადებით, ახალი ბანკნოტები უფრო მეტი დამცავი ნიშნით არის აღჭურვილი და მეტი გამძლეობით გამოირჩევა. კუპიურები 3 წლის განმავლობაში იქნება ვარგისი.
სებ-ის ცნობით, ლარის განახლებულ ბანკნოტებზე შენარჩუნებულია კარგად ნაცნობი, ლარის ბანკნოტების თავდაპირველი თემატიკა, ამავდროულად ბანკნოტებზე წარმოდგენილი ისტორიები გამრავალფეროვნებულია ცალკეული ახალი ელემენტებით. განახლებული დიზაინი კიდევ უფრო მეტი სიზუსტით და თანამედროვე იერსახით წარმოაჩენს საქართველოს მნიშვნელოვან კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობას.
ლარის განახლებულ ბანკნოტებს ახასიათებს მკვეთრად გამორჩეული ფერების სპექტრი, რომელიც ჰარმონიულად არის შეხამებული ძირითადი სიუჟეტების დომინანტურ და კონტრასტულ ფერებთან.
განახლდა ლარის ბანკნოტის ზომებიც. გამოყენებულია ნომინალების მიხედვით ბანკნოტების ზომების დიაგონალური, სიმეტრიული ზრდის პრინციპი.
ლარის განახლებული ბანკნოტები დაცულია მომხმარებლისათვის მარტივად აღქმადი და ამავე დროს, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური პროცესის შედეგად მიღებული დამცავი ნიშნებით. მათ შორის დატანილია ნომინალის ამომცნობი ნიშანი სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის.
ლარის განახლებული ბანკნოტები დამზადებულია ისეთი მასალებისა და დამცავი მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც ზრდის მიმოქცევაში მათ მდგრადობას დაბინძურებისა და ბუნებრივი ცვეთისადმი.
დაგეგმილია 10 და-5-ლარიანის განახლებაც.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss