| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - რა კურსით უნდა გადაიხადოს მსესხებელმა უცხოურ ვალუტაში აღებული სესხი, თუ გაცვლითი კურსი მკვეთრად გაუფასურდა ან გამყარდა?
კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც აშშ დოლარის მიმართ ლარის გაუფასურების გამო, უცხოურ ვალუტაში სესხის მქონე პირებს სავალო წნეხი გაეზარდათ და ამ ფონზე აქტიურად დაიწყო სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის მოხმობა, რომ აშშ დოლარში კრედიტები მისი გაცემის დროს არსებული კურსით უნდა დაიფაროს.
„ფულადი ვალდებულების გადახდა ფულადი ერთეულის კურსის შეცვლისას თუ გადახდის ვადის დადგომამდე გაიზარდა ან შემცირდა ფულის ერთეული (კურსი), ან შეიცვალა ვალუტა, მოვალე ვალდებულია გადაიხადოს იმ კურსით, რომელიც შეესაბამება ვალდებულების წარმოშობის დროს. ვალუტის შეცვლისას გადაცვლით ურთიერთობებს საფუძვლად უნდა დაედოს ის კურსი, რომელიც ვალუტის შეცვლის დღეს არსებობდა ფულის ამ ერთეულებს შორის“, - ციტირებს სამოქალაქო კოდექსის აღნიშნულ მუხლს ადგილობრივი თვითმმართველობის სპეციალისტი-ექსპერტი დავით ზარდიაშვილი.
იურისტი და ექსპერტი ლევან ალაფიშვილი განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის ამ მუხლის მოხმობა ამ სოციალურ ფონზე არასწორად და სრულიად უპასუხისმგებლოდ მოხდა, რადგანაც ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი ხნის სასამართლოს პრაქტიკა არსებობს და მუხლის გამოყენება მხოლოდ 3 შემთხვევაში ხდება: 1. თუ ჰიპერინფლაციაა, 2. მოხდა დენომინაცია (100 ლარი შეიცვალა/გახდა 10 ლარი) და 3. ვალუტის/ფულის ერთეული შეცვალა.
„ ეს შეეხება არა მხოლოდ ლარს, არამედ ყველა იმ ვალუტას რომელიც მხარეებმა განსაზღვრეს ხელშეკრულებით, იქნება ლარი, დოლარი თუ კუნა. ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი ხნის სასამართლოს პრაქტიკა არსებობს", - აცხადებს ალაფიშვილი და 2000 წლის 26 ივლისის უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის განჩინების ციტირებას ახდენს:
"პალატა თვლის, რომ ფულადი ვალდებულების შესრულების დროს სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს დენომინაციას, ანუ ფულის ერთეულის (კურსის) გაზრდას ან შემცირებას,ასევე, ვალუტის შეცვლას და ეროვნული ვალუტის ჰიპერინფლაციას. მაგალითად,დენომინაცია განიცადა საბჭოთა კავშირის დროს მანეთმა, როცა 10 მანეთის ნომინალი შეიცვალა 1 მანეთის ნომინალით; ვალუტის შეცვლას ადგილი ჰქონდა მაშინ, როდესაც რუსული რუბლი შეიცვალა კუპონით, ხოლო კუპონი _ ლარით. რაც შეეხება ჰიპერინფლაციას, აღნიშნული თავისთავად ნიშნავს საქონლის ფასებისა და მიმოქცევაში არსებული ფულის მასის უაღრესად სწრაფ ზრდას, რომელიც იწვევს ფულადი ერთეულის მკვეთრ გაუარესებას, საგადამხდელო ბალანსის მოშლას და ნორმალური სამეურნეო კავშირების დარღვევას. ამ დროს მიმოქცევის სფეროში სახელმწიფო უშვებს დიდი რაოდენობის ფულს, რომელიც რეალურ საქონელბრუნვის საჭიროებას აღემატება, რასაც მოსდევს ფულის კურსის მკვეთრი გაუარესება, ოქროს საბაზრო ფასების გაზრდა."
იურისტი განმარტავს, რომ არსებობს სხვა მსგავსი განჩინებებიც, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლომ განმარტა და დააზუსტა კიდევ აღნიშნული მუხლის შინაარსი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss