ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
წყალტუბოში 6 მილიონ ევროზე  მეტი ინვესტიცია განხორციელდება
25 იანვარი, 2016, 18:46
წყალტუბოში 6 მილიონ ევროზე  მეტი ინვესტიცია განხორციელდება

თბილისი (GBC) - ქალაქ წყალტუბოში მდებარე ყოფილი სანატორიუმი „ივერია“ გასხვისდა.

ქონება „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“პირობებიანი აუქციონის ფორმით 253 000 ლარად გაყიდა.

საპრივატიზებო პირობების მიხედვით,ინვესტორი წყალტუბოში 160 ნომრიან სასტუმროს ააშენებს, სადაც 80 ადამიანი დასაქმდება. სასტუმროში განთავსებული იქნება საკონფერენციო დარბაზები და რესტორანი, ასევე აშენდება 40 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 6 მილიონ ევროს შეადგენს.

წყალტუბოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყოფილი სანატორიუმი „ივერია“ რიგით მეორე ობიექტია,  სადაც სასტუმროს მშენებლობა განხორციელდება.

შეგახსენებთ რომ 2015 წლის ზაფხულში, მთავრობის გადაწყვეტილებით,  ქალაქ წყალტუბოში ყოფილი სანატორიუმი „მეშახტე“ გაიყიდა, სადაც არანაკლებ 100 ნომრიანი,  5 ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო განთავსდება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები