ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკათა ქსელი საგანგებო რეჟიმში იმუშავებს
22 იანვარი, 2016, 17:11
ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკათა ქსელი საგანგებო რეჟიმში იმუშავებს

თბილისი (GBC) - გრიპის შემთხვევების სიხშირისა და სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტთა მომართვიანობის გაზრდის გამო, „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკათა ქსელი უერთდება ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას სამედიცინო დაწესებულებების სამუშაო საათების გაზრდის შესახებ.

პარასკევიდან ქსელში არსებული 11 კლინიკა საგანგებო რეჟიმში იმუშავებს. ეს კლინიკებია: გარდაბნის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, მარნეულის სამშობიარო და ამბულატორიული ცენტრი, საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, დუშეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, ზესტაფონის ამბულატორიული ცენტრი, ბაღდათის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, სამტრედიის ამბულატორიული ცენტრი, ხონის ამბულატორიული ცენტრი და ჭიათურის ამბულატორიული ცენტრი.

„ჯეო ჰოსპიტალსის“ ამბულატორიული სამსახურის სამუშაო საათები განისაზღვრა 9:00-21:00 საათამდე, როგორც სამუშაო დღეებში, ასევე შაბათ კვირას.

კონპანიის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება  პირველ რიგში მოემსახურება, სამედიცინო სერვისებისადმი გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად პაციენტთათვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდას, ამასთან  ხელს შეუწყობს როგორც, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მუშაობას ასევე,  სტაციონარების გადაუდებელი/მიმღები განყოფილებების განტვირთვას.

„ჯეო ჰოსპიტალსის“ ქსელის პერსონალს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, ჩატარებული აქვს  სწავლება  გრიპის შემთხვევების პრევენციისა და მართვისათვის.  დაწესებულებები მომარაგებულნი არიან შესაბამისი მედიკამენტებითა და სახარჯი მასალით. სპეციალისტები ასევე მიაწვდიან ინფორმაციასბენეფიციარებს დაავადების თავიდან აცილების გზების შესახებ.

პირველ ეტაპზე საგანგებო სამუშაო რეჟიმი განისაზღვრა 2 კვირის ვადით, თუმცა საჭიროების შემთხვევაში გახანგრძლივდება მოთხოვნილების შესაბამისად.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები