ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
Veritas Olympics სასკოლო ოლიმპიადას ატარებს
22 იანვარი, 2016, 11:20
Veritas Olympics სასკოლო ოლიმპიადას ატარებს

თბილისი (GBC) - ორგანიზაცია Veritas Olympics, რომელიც საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწე კომპანიაა და სასკოლო ოლიმპიადებს ორგანიზებას უწევს საქართველოს მასშტაბით, პირველად საქართველოში, „ჰარვარდის“ სტუდენტურ ორგანიზაციასთან ერთად ატარებს სასკოლო ოლიმპიადას ინგლისურ ენაში, ქართულ ენაში და მათემატიკაში, III-დან XII კლასის ჩათვლით.

ორგანიზატორთა ცნობით, Veritas Olympics თანამშრომლობს „ჰარვარდის“ მეწარმეთა ორგანიზაციასთან (Harvard College Entrepreneurship Forum), რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა „ჰარვარდში“. მას აქვს 10 წლიანი ისტორია და ჰყავს ასობით წევრი „ჰარვარდის“ უნივერსიტეტიდან. კლუბმა დიდი წვლილი შეიტანა მრავალი ახალგაზრდა ლიდერის აღმოჩენაში და მათ განვითარებაში.

Veritas Olympics მოსწავლეებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, მიიღონ მონაწილეობა ოლიმპიადაში. გამოცდილი გუნდი, უცხოელ პარტნიორებთან ერთად, მაღალი ხარისხის ოლიმპიადას ჩაატარებს. მოსწავლეები შეიძენენ გამოცდილებას, მონაწილეობას მიიღებენ პრესტიჟულ, საერთაშორისო დონის ოლიმპიადაში.

გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით და ინგლისურენოვანი სერთიფიკატებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: veritas.ge

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები