| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - ანაკლიის მილიარდიანი პროექტის პოტენციური ინვესტორი მათ მიმართ არასტანდარტულ საგარანტიო მოთხოვნებზე საუბრობს.
„არც ერთი ჭკუათმყოფელი ინვესტორი და პარტნიორი საფინანსო ინსტიტუტი არ წამოვა, არც თიბისი, თავს ხომ არ გაიკოტრებს“, - განაცხადა ANAKLIA PORT AND INDUSTRIAL ECO PARK-ს წარმომადგენელმა თემურ ქარჩავამ, რომელსაც ახალი პრემიერის მხრიდან საკითხის მოგვარების დიდი იმედი აქვს, აღნიშნა, რომ გიორგი კვირიკაშვილისთვის უფრო სენსიტიურია თემა, მეტად გრძნობს პროექტის მნიშვნელობას ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე.
შეგახსნებთ, რომ ბოლო ბრიფინგზე ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პორტის ინვესტორთან დასკვნით მოლაპარაკებებზე, ერთგვარ ვაჭრობაზე განაცხადა. ყველა პუნქტი და ნიუანსი დეტალურად უნდა იყოს გაწერილი, რომ პროექტი სრულფასოვან სასტარტო პოზიციიდან დაიწყოს.
ქარჩავა კი, ამბობს, რომ პროექტი რამდენიმე გარანტიით არის დამძიმებული, საკმარისი უნდა იყოს შეთავაზების და მშენებლობის გარანტიის მოთხოვნა.
მისივე განცხადებით, ინვესტორსაც სჭირდება გარანტიები, მათ შორის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის შესახებ, რაც მთავრობის პრეროგატივაა და ჯერჯერობით გამოკვეთილი პოზიცია არ ჩანს.
ბიზნესმენს მიაჩნია, რომ ინვესტორს განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება, დაინტერესება, რომ როგორმე დაფუძნდეს ჩვენს ქვეყანაში.
ანაკლიის პორტის ინვეტორი კომპანია მთავრობამ 2 პრეტენდენტს შორის უნდა შეარჩიოს- JSC ANAKLIA DEVELOPMENT CONSORTIUM -სა და ANAKLIA PORT AND INDUSTRIAL ECO PARK-ს და მის პარტნიორები. ტენდერი 2014 წლის აგვისტოდან მიმდინარეობს და არსებული გეგმით, პორტის მშენებლობა ამ წლის ივნისში უნდა დაიწყოს.
გავრცელებული ინფორმაციით, ტენდერშ მონაწილე ANAKLIA DEVELOPMENT CONSORTIUM-ში (თიბისი ბანკი, კონტი ჯგუფი და მათი პარტნიორები) კადრების შერჩევა უკვე მიმდინარეობს.
ქარჩავა თიბისის წარმოდგენილი ჯგუფის JSC ANAKLIA DEVELOPMENT CONSORTIUM-ი დაწინაურებაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. აცხადებს, რომ ტენდერში გამარჯვებული ჯერ ცნობილი არ არის. მოლაპარაკების რეჟიმშია არიან, 4-5 მთავარი საკითხია განსახილველი, რასაც პრემიერის დავოსიდან დაბრუნების შემდეგ გაივლიან.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss