ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ელიტ ელექტრონიქსი: მომწოდებლების ფასდაკლებებმა დევალვაციის წნეხი დააბალანსა  
მარიამ მინაძე
15 იანვარი, 2016, 14:37
ელიტ ელექტრონიქსი: მომწოდებლების ფასდაკლებებმა დევალვაციის წნეხი დააბალანსა  

თბილისი (GBC) - „ელიტ ელექტრონიქსის“ აქციონერების გადაწყვეტილებით, 2016 წელს საქართველოში ინვესტირება არ შეჩერდება.

კომპანიის განცხადებით, 2015 წელს ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, მათ სპეციალური ფასდაკლებები მიიღეს თავად მომწოდებლებისგან, რამაც დევალვაცია გარკვეულწილად დააბალანსა.

2015 წლის შედეგებსა და 2016 წლის მოლოდინებზე, GBC-ს, „ელიტ ელექტრონიქსის“ გენერალური დირექტორი ლადო ჯობავა ესაუბრა.

 1.როგორი შედეგით დაასრულა „ელიტ ელექტრონიქსმა“ 2015 წელი?

ჩვენი მიზანია ვიყოთ პროფესიონალები ჩვენს საქმეში, რაც დავისახეთ 2012 წლიდან და ამას ძალიან კარგად ვასრულებთ. 2015 წელს, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, ჩვენ გვქონდა გაყიდვების 10%-იანი ზრდა. რაც შეეხება რაოდენობას, ამ მიმართულებით ზოგ კატეგორიაში არის ზრდა, ზოგ კატეგორიაში არის კლება, მაგრამ ეს არაა დამოკიდებული გარე ფაქტორებზე, გადანაწილდა ტექნიკის მოხმარება და მაგალითად სმარტფონმა ჩაანაცვლა ფოტო აპარატი. ბევრი ფაქტორი უნდა იყოს გათვალისწინებული, მაშინ როდესაც რაოდენობაზე ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, ტექნიკა გაძვირდა, კურსის გაუფასურების გამო, მაგრამ ჩვენ ჩვენი მომწოდებლისგან მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ მიგვეღო კარგი პირობები და ხშირ შემთხვევაში მომხმარებელს ვთავაზობდით ძალიან კარგ ფასებს, ხშირად ვაკეთებდით აქციებს და ვერ ვიტყვით, რომ რაოდენობრივად გაყიდვები არის შემცირებული. ამასთან,  ფინანსური მაჩვენებლებით, 2015 წელს მივიღეთ ძალიან ნორმალური შედეგი.

2.რომელი ტექნიკა იყო  ტოპ გაყიდვადი 2015 წელს?

-რა თქმა უნდა იყო „ბოში“ და „სიმენსი“. მიუხედავად იმისა, რომ „ბოში“ ორიენტირებულია საშუალო და მაღალ სეგმენტზე, კარგი ის იყო, რომ ჩვენ მივიღეთ სპეციალური ფასდაკლებები. სწორედ ამან განაპირობა ფასების არამკვეთრი ზრდა. ჩვენ გვავიწყდება, რომ დევალვაცია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ  რეგიონის პრობლემაა და  იმისათვის, რომ ბაზრის წილი არ დაკარგონ, მომწოდებლები წავიდნენ  აღნიშნულ სპეციალურ ფასდაკლებებზე. მაგალითად, 7 კილოგრამიანი „გორენიეს“ სარეცხი მანქანა ჩვენ გვქონდა 599 ლარად, რა ფასიც 2013 წელსაც კი არ ფიქსირდებოდა. საერთო ჯამში ვერ გეტყვით საშუალოდ რა ფასდაკლება მივიღეთ, თუმცა, იყო მოდელები სადაც მივიღეთ 25-30%-იანი ფასდაკლება.

რა თქმა უნდა იყო გარკვეული ტექნიკა, სადაც ფასი გაიზარდა და არ იყო შესაძლებელი ფასის დაკლება, თუმცა აღნიშნულმა ფასდაკლებებმა დევალვაცია, ჩემი აზრით, გარკვეულწილად დააბალანსა და ფასების ზრდა იმ დონეზე არ ასახულა, რა ნიშნულითაც მოხდა ვალუტის გაუფასურება.

3.2016 წელს როგორი მოლოდინები გაქვთ  გაყიდვების კუთხით?

-რაც შეეხება დევალვაციას ჩემი მხრიდან ამის შეფასება ძალიან რთული იქნება, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ გაცვლითი კურსი იქნება სტაბილური. ვგეგმავთ ზრდას და სწორედ ამას ემსახურება ახალი კონცეფციის მაღაზიის გახსნა „ისთ ფოინთში“, ასევე ივნისში ახალი მაღაზიის გახსნა ბათუმში. რა თქმა უნდა, ეს წელიც არის გამოწვევების წელი, მაგრამ ძლიერი კომპანიისთვის ეს გადალახვადი უნდა იყოს.

4.ინვესტიციებთან მიმართებაში როგორი ტენდენცია იქნება წელს?

-ჩვენი მხრიდან აქციონერებმა გასულ წელს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მიუხედავად რეგიონში არსებული სიტუაციისა ინვესტიციების განხორციელება კვლავ გაეგრძელებინათ. ჩვენ წელს გვექნება ბორდის შეკრება და დარწმუნებული ვარ, ისინი პროექტებს არ გააჩერებენ.  გარდა ამისა, წლის პირველ ნახევარში ჩვენ მაღაზიას გავხსნით ოზურგეთში და იქნება კიდევ სხვა პროექტები.

5.ზოგადად როგორია თქვენი საქმიანობა რეგიონებში?

-ბათუმში ჩვენ მაგალითად სხვა მაღაზიებიც გვაქვს, თუმცა ახალი მაღაზიის გახსნით, საუბარია იმაზე, რომ უფრო ფართო ასორტიმენტი შევთავაზოთ მომხმარებლებს. ძირითადი პრობლემა რაც დღეს არსებობს რეგიონებში ისაა, რომ მაღაზიების მოცულობა არის პატარა, ვიდრე თბილისში. აქედან გამომდიანრე ჩვენი ბრენდის პოზიციონირებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სრულად წარმოვადგინოთ ასორტიმენტი.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები