| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - Royal Bank of Scotland-ი (RBS) კლიენტებს აქტივების გაყიდვისკენ მოუწოდებს.
ბანკმა ახალ ანალიტიკურ ანგარიშში დაწერა, 2016 წელს ფინანსურ ბაზრებზე „კატაკლიზმებს“ ელის.
RBS-ის საკრედიტო განყოფილების ხელმძღვანელმა ენდრიუ რობერტსმა ინვესტორებს მოუწოდა ყველაფერი გაყიდონ, გარდა ძალიან მაღალლიკვიდური აქტივებისა.
ბანკი მიიჩნევს, რომ ინვესტორებისთვის რისკები ძალიან მაღალია, რადგანაც „ხალხმრავალი დარბაზის გასასვლელი ყოველთვის ძალიან ვიწროა“.
ამასთან, RBS-ი მიიჩნევს, რომ ინვესტორებმა წელს არა მოგების მიღებაზე, არამედ კაპიტალის შენარჩუნებაზე უნდა იზრუნონ.
ენდრიუ რობერტსის პროგნოზით, რომ ევროპული და ამერიკული ბაზრები წელს შესაძლოა 10-20%-ით შემცირდეს. ნეგატიური შოკის მიმართ ასევე ძალიან დაუცველია ლონდონის ფინანსური ბაზარიც.
„ყველა ვინც ყიდულობს ნავთობისა და გაზის აქტივებს და ფიქრობს, რომ მათი დივიდენდები უსაფრთხოა, მიხვდებიან, რომ ეს სულაც არ არის ასე“, - ციტირებს The Guardian-ი რობერტს.
ნეგატიურ ფაქტორებად Royal Bank of Scotland-ი ასახელებს: ნავთობის გაუფასურებას, ჩინეთის ბაზარზე არასტაბილურობას, მსოფლიო ვაჭრობის შემცირებას, ვალის ზრდას, სუსტ კორპორაციულ დაკრედიტებას და დეფლაციას.
"ვფიქრობთ, ინვესტორები უნდა გაფრთხილდნენ", - ასკვნის რობერტსი.
აღსანიშნავია, რომ Royal Bank of Scotland-მა 2015 წლის დეკემბერში ნავთობის 16 აშშ დოლარამდე გაუფასურებაც ივარაუდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss