ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
კალაძე: გაზპრომის მიერ შემოთავაზებული ფასი SOCAR-ის ფასზე ნაკლებია
12 იანვარი, 2016, 23:12
კალაძე: გაზპრომის მიერ შემოთავაზებული ფასი SOCAR-ის ფასზე ნაკლებია

თბილისი (GBC) -  “გაზპრომის” მიერ შემოთავაზებული ფასი SOCAR-ის ფასზე ნაკლებია, - აცხადებს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, რომელიც გაზის ფასთან დაკავშირებულ საკითხის განხილვას ოთხშაბათს SOCAR Energy Georgia -ს პრეზიდენტთან, მაჰირ მამედოვთან გეგმავს, რომელიც უკვე საქართველოშია.  

"სოკარს ინფორმაცია მივაწოდეთ და ხვალინდელ შეხვედრაზე დეტალებს გავივლით. აზერბაიჯანულ მხარეს ჩვენთან პრეტენზიები არ დაუფიქსირებია. ეს თემა მედიამ ააგორა და კომენტირებისგან თავს შევიკავებ", - განაცხადა კახა კალაძემ ტელეკომპანია GDS-ის ეთერში.

SOCAR Energy Georgia -ს ხელმძღვანელმა მაჰირ მამედოვმა კი, ოფიციალურ მოლაპარაკებამდე რამდენიმე მედია საშუალებას ინტერვიუ მისცა.

ის რომ საქართველოს გაზმომარაგებაში არასოდეს სერიოზული პრობლემა არ შექმნილა, მამედოვმა აზერბაიჯანულ სააგეტნო Trend-ს განუცხადა. მისი თქმით, პერიოდულად ხდება სხვადასხვა პროცესები, თუმცა ეს არ აისახება გაზის მოწოდების საერთო მოცულობაზე.

„საქართველოს ბუნებრივი აირის ჯამურ მოცულობაში გათვალისწინებულია ის გაზიც, რომელსაც საქართველო რუსეთისგან ტრანზიტისთვის იღებს, ეს არის მთლიანი კალათის 10-15% და იმ შემთხვევაში თუ არის რაიმე სახის ტექნიკური პრობლემა, ან სამუშაო პროცესი რუსულ თუ აზერბაიჯანულ მხარეს, მაშინ ხდება მოწოდებაში გარკვეული კორექტირება. მხარეები უკვე 7 წელია ამ რეჟიმში ვმუშაობთ და მიწოდებაში პრობლემა არ წარმოქმნილა“, - განაცხადა მამედოვმა.

ის აღნიშნავს, რომ საქართველო ბუნებრივ გაზს სამი გაზსადენით იღებს: ერთი- ეს არის გაჯიგაბულ-გარდაბანის გაზსადენი, რომლის სიმძლავრეა 6,5 მლნ კუბ. მეტრი, მეორე ბაქო-თბილისი-ერზრუმი, დღე/ღამეში მოწოდების მოცულობა 3 მლნ კუბ.მეტრია, მესამე გაზსადენია რუსეთიდან შემომავალი. 

მამედოვმა ტელეკოპანია "მაესტროს" კი განუცხადა, რომ "ჯერ არ ყოფილა არავითარი მიზეზი ისეთი პროგნოზისთვის, რომ ჩვენ საქართველოსთვის გაზის საკმარისი ოდენობის მიწოდებას ვერ შევძლებთ. ასე რომ საქართველოს ბუნებრივი აირი გეგმის მიხედვით მიეწოდება".

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები