ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
GWP წყალსადენის დიდი მაგისტრალის აღსადგენად სამუშაოებს ჩაატარებს
12 იანვარი, 2016, 11:27
GWP წყალსადენის დიდი მაგისტრალის აღსადგენად სამუშაოებს ჩაატარებს

თბილისი (GBC) - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების სანიტარული ზონების დარღვევის შედეგად, 1200 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენის დაზიანებაზე აცხადებს.

კომპანიის ცნობით,  იანვრის დასაწყისიდან, დედაქალაქში, ამ ტიპის დაზიანების კიდევ ერთი შემთხვევა დააფიქსირა.

ფოლადის მაგისტრალის ერთ-ერთი მონაკვეთი, რომელიც სოფელ დიღომში გადის, ქვის საამქროს მიმდებარედ, ბეტონის საფარქვეშაა მოყოლილი და წლებია, არასათანადო დატვირთვის ქვეშ ფუნქციონირებს, რამაც მილის დეფორმაცია და, საბოლოო ჯამში, დაზიანება გამოიწვია.

 „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალსადენის 1200 მმ-იან მაგისტრალზე გადაუდებელი აღდგენითი სამუშაოების განხორციელებას სამშაბათს, საღამოს 7 საათიდან შეუდგება და ოთხშაბათს დილის 8 საათზე დაასრულებს.

შესაბამისად, სამშაბათს, 19:00 საათიდან ხვალ, 13 იანვრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

  • დიღომი-8-ს, ბელიაშვილისა და ლუბლიანას ქუჩების ნაწილს, ჟვანიას კლინიკის ტერიტორიას, აშშ-ის საელჩოს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ობიექტებს, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მიმდებარე ქუჩებს, ასევე მთაწმინდის რაიონის ქუჩების ნაწილს.

ღამის 12 საათიდან 13 იანვრის დილის 08:00 საათამდე კი წყლის მიწოდება შეუწყდება:

  • ვაკისა და საბურთალოს რაიონების ქუჩების ნაწილს.

წყლის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება 13 იანვრის დილის 8 საათიდან. წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის თაობაზე ინფორმაციას “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  მომხმარებელს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით, მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება ასევე შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 293 11 11,  ფეისბუქისა და ვებგვერდის http://www.gwp.ge/ka/gadaudebeli  მეშვეობით.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება სამუშაოების ჩატარება შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები