| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - 20 იანვრიდან "ჯორჯიან მანგანეზს" ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატი მუშაობის სპეციალურ რეჟიმზე გადაჰყავს.
კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, კომბინატი მუშაობის სრულ რეჟიმს მხოლოდ 4 თვის შემდეგ, 2016 წლის 20 მაისიდან დაუბრუნდება. ამ პერიოდში, საწარმოში ყველა დასაქმებულს უნარჩუნდება სამუშაო ადგილი, არსებული სატარიფო განაკვეთის 60%, სამედიცინო დაზღვევევის სრული პაკეტი და არსებული სხვა და სხვა შეღავათები.
გადაწყვეტილებას კომპანია მსოფლიოში მანგანუმის პროდუქციაზე დაბალი მოთხოვნით, "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ მოპოვებული მადნის ჭარბი მარაგებით და მსოფლიო მეტალურგიულ ბაზარზე ღრმა სტაგნაციური პროცესებით ხსნის.
"ეს გადაწყვეტილება რთული მისაღებია და ჩვენ სრულიად ვიზიარებთ ჩვენი თანამშრომლების გულისტკივილს, თუმცა გვწამს, რომ დღესდღეობით ეს ერთადერთი გონივრული გზაა კომპანიის ქმედითურიანობის შესანარჩუნებლად", - აცხადებს "ჯორჯიან მანგანეზის" დირექტორმა ველველ ლოზინსკიმ.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, 2015 წლის დასაწყისიდან მსოფლიო მეტალურგიულ ინდუსტრიაში დაფიქსირებულმა მკვეთრად ნეგატიურმა დინამიკამ და ფოლადზე შემცირებულმა მოთხოვნამ დიდი გავლენა იქონია ფოლადის მწარმოებელთა და გადამამუშავებელთა არსებობაზე. შედეგად გასული წლის მონაცემით სხვა და სხვა ქვეყნებში ათობით ფოლადის მწარმოებელი ქარხანა უკვე დაიხურა.
მსოფლიო მეტალურგიაში შექმნილმა ღრმა კრიზისმა კი, მანგანუმის პროდუქციაზე მოთხოვნის მკვეთრი შემცირება და უპრეცედენტოდ დაბალი ფასი განაპირობა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss