ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
BMW Club Georgia –მ და ვისოლმა საქველმოქმედო თანხა ორიგინალური გზით შეაგროვა
11 იანვარი, 2016, 18:03
BMW Club Georgia –მ და ვისოლმა საქველმოქმედო თანხა ორიგინალური გზით შეაგროვა

თბილისი (GBC)  - BMW Club Georgia –მ და “ვისოლმა” საქველმოქმედო აქცია გამართა და თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე არსებულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლისთვის თანხა ორიგინალური გზით შეაგროვა.

კერძოდ, 11 იანვარს, აქციის - „ექსტრემალურ ტაქსი“ ფარგლებში ნებისმიერ მსურველს ქალაქის ცენტრალურ უბნებში სპორტული ავტომობილებით უფასო მგზავრობის შესაძლებლობას მიეცათ. თუ მგზავრებს ნებისმიერი თანხის გაღების სურვილი ქონდათ,მათ შეეძლოთ მონაწილეობა მიეღოთ ქველმოქმედებაში.

„ვისოლის“ ცნობით, ღონისძიება რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო და ოლიმპიური სოფლის ტერიტორიაზე ექსტრემალური დრაგის და დრიფტის ავტო შოუთი დასრულდა, სადაც მგზავრებს ადრენალინის შეგრძნების უნიკალური შესაძლებლობა მიეცათ.

როგორც BMW Club Georgia -ს დამფუძნებელმა გიგი ტუღუშმა აღნიშნა, ღონისძიების მიზანი ავტოსპორტის კიდევ მეტად პოპულარიზაცია და ჯანსაღი ადრენალინის პროპაგანდის გაწევა იყო.

 „დღევანდელი აქციით გვსურდა გაგვეხანგრძლივებინა საახალწლო პოზიტიური განწყობა და ნებისმიერი მსურველისთვის შესაძლებლობა მიგვეცა უსწრაფესი, თანამედროვე სპორტული ავტომობილებით კომფორტულად მისულიყვნენ დანიშნულების ადგილას და თან მონაწილეობა მიეღოთ იმ ბავშვების მხარდაჭერაში. რომელთან განსაკუთრებულად ჭირდებათ ზრუნვა“, - აცხადებს  „ვისოლ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი რუსუდან კბილაშვილი.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები