ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის კაპიტალი 30 მილიონით გაიზარდა
11 იანვარი, 2016, 12:02
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის კაპიტალი 30 მილიონით გაიზარდა

თბილისი (GBC) – „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ კაპიტალი 30 მილიონით გაიზრდა.

შესაბამისად, კომპანიის გაცხადებული კაპიტალის მოცულობა 130 მილიონით განისაზღვრა, რომელიც 1 ლარის ღირებულების 130 მილიონ აქციად  არის დაყოფილი.

ამასთან, გაცხადებული კაპიტალის ფარგლებში მოხდა ახალი 6,24 მილიონამდე აქციის ემისია, რომელიც სრულად კომპანიის აქციონერმა Georgia Healthcare Group-მა შეიძინა.  

თითო აქციის განთავსების ღირებულება 8.83 ლარით განისაზღვრა, საიდანაც 1 ლარით შეივსება კომპანიის განაღდებული კაპიტალი, ხოლო დარჩენილი 7,83 ლარი საემისიო კაპიტალში აისახა.

კაპიტალის გაზრდა კომპანიის მიერ განხორციელებული IPO-ს შედეგად მიღებული შემოსავლების მეორე ნაწილით მოხდა.

შეგახსენებთ, Georgia Healthcare Group-ის აქციების პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO) ლონდონის საფონდო ბირჟაზე ნოემბრის დასაწყისში განხორციელდა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები