ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
RIXOS TBILISI-ის მშენებლობისთვის $40 მილიონი იხარჯება
28 დეკემბერი, 2015, 18:16
RIXOS TBILISI-ის მშენებლობისთვის $40 მილიონი იხარჯება

თბილისი (GBC) - RIXOS TBILISI-ის მშენებლობაში  $40 მილიონის ინვესტიცია ჩაიდება, საიდანაც1/3 ქართულ კომპანია City M-ს მფლობელების გარანტიის საფუძველზე,  "საქართველოს ბანკმა" გამოყო, დანარჩენი თანხა ისრაელელმა ინვესტორებმა. 

ამის შესახებ საქართველო - ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტმა იციკ მოშემ GBC-ს განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ პროექტის დასრულება რამდენჯერმე გადავადდა, ბოლო, მთავრობის დადგენილების მიხედვით კომპანია City M-მა გუდიაშვილის #3-ში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა 2016 წლის 1 ივნისამდე უნდა დაასრულოს, რისთვისაც არანაკლებ 16 მილიონი  ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

იციკ მოშე აღნიშნავს, რომ პროექტი დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც მსოფლიო ეკონომიკაში პრობლემები გაჩნდა, რის გამოც მოხდა პროექტის გადავადება, ამასთან, ამ დონის სასტუმროს მშენებლობა შეუძლებელია ძალიან სწრაფად, რადგანაც დიდი დრო მიაქვს დიზაინზე მუშაობას და პროექტირებას. სასტუმროში მხოლოდ ჭაღის ღირებულება, რომელიც ექსკლუზიურად  RIXOS-ისთვის დამზადდა $1 მილიონია. 

„მსოფლიო  კრიზისმა  თითქმის  ყველა  მასშტაბურ  პროექტზე  იქონია  გავლენა  და  ამაზე მეტყველებს არაერთი ფაქტი, შეჩერებული გიგანტების შესახებ გვესმის ყოველდღე მედიიდან. ამ კრიზისმა  მოიტანა  ის,  რომ  სამყარო  ეკონომიკურად "გარდაიცვალა". RIXOS TBILISI -ი პრაქტიკულად, არც  ერთი  დღით  არ  გაჩერებულა.  ამასთან, სასურველია ვიცოდეთ, რა  დონის პროექტი შენდება, რა ტექნოლოგიებით, რასაც  უფრო განვითარებულ ქვეყნებშიც ზუსტად ასეთი დრო სჭირდება“, - აცხადებს იციკ მოშე.

იციკ მოშე აღნიშნავს, რომ ამ სასტუმროს ბაზარზე კონკურენტი არ ეყოლება, რადგანაც ეს იქნება ყველაზე ძვირადღირებული სასტუმრო უნიკალური სერვისით.

სასტუმროში 100 ადამიანი დასაქმდება.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები