| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - „ევროპა-ბეთმა“ ობოლ და მიუსაფარ ბავშვთა სახლების აღსაზრდელებს დაუვიწყარი დღესასწაული მოუწყო.
კომპანიის წარმომადგენლებმა 5 თავშესაფრიდან 50 მზრუნველობას მოკლებული ბავშვი მიიწვია თბილისში, „ლისი ლაუნჯში“, სადაც პატარებს საახალწლო გარემო დახვდათ - სპეციალური გასართობი პროგრამა, წამყვანებთან და ბენდთან ერთად, ანიმატორები, თოვლის ბაბუა.
თითოეულმა ბავშვმა მიიღო საჩუქრები და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები, რომელიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას გაახალისებს.
აღსანიშნავია, რომ „ევროპა-ბეთი“ მსგავს საქველმოქმედო ღონისძიებებს მუდმივად ახორციელებს. ლევან სალუქვაძის საავტორო გადაცემაში „იმედის ფსონი“, რომლის წარმდგენი „ევროპა-ბეთია“, მოგებული თანხით კომპანია ბავშვთა სახლების დასახმარებლად საჭიროების მიხედვით იძენს ნივთებს ან პროდუქტს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში 37 მცირე საოჯახო ტიპის სახლიდან 17 (134 ბავშვით) იმყოფება სახელმწიფო, ხოლო 20 (120 ბავშვით) დონორი ორგანიზაციების დაფინანსებაზე.ყველა ქველმოქმედება ობოლ და მიუსაფარ ბავშვთა დასახმარებლად ფასდაუდებელია და „ევროპა-ბეთი“ განსაკუთრებული მიდგომით ინაწილებს ამ სოციალურ პასუხისმგებლობას.
„ბავშვებს ჩვენი თანადგომა სჭირდებათ! ბავშვთა სახლებში უამრავი საყოფაცხოვრებო თუ განათლების პრობლემაა. ჩვენ ვცდილობთ, მცირედით მაინც გავუუმჯობესოთ პატარებს ყოველდღიური ცხოვრება,“ - განაცხადა „ევროპა-ბეთის“ წარმომადგენელმა, ეკატერინე ტოროშელიძემ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss