| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ძლიერი ხელისუფლების პირობებში საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი ტრანზიტული ქვეყნის როლი ითამაშოს, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის, ასევე ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულებით, - აცხადებს ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში ლიანა ჯერვალიძე.
GBC -თან საუბრისას ექსპერტი საქართველოს, რუსეთს, სომხეთსა და ირანს შორის დაწყებულ ენერგრტიკულ თანამშრომლობას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ გაცვლითი ოპერაციებისა და ტრანზიტიდან ქვეყანას სარგებლის მიღება შეუძლია, თუმცა აუცილებელია სწორი მიზნების დასახვა და შესაბამისი კომპეტენციის არსებობა, რომ ტრანზიტული ქვეყნის ხელში არსებული ბერკეტი შეინარჩუნოს.
„აუცილებელია საუბარი ყველასთან, ყველა ქვეყანა აწარმოებს მრავალმხრივ მოლაპარაკებებს, იგივე ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი, ესაუბრება ირანს, სთავაზობს მათ სხვადასხვა პროექტებს, რუსეთს.. ჩვენ საუბრის არ უნდა გვეშინოდეს, უარი ხომ არ გვითქვამს დამოუკიდებელ პოლიტიკაზე? ტრანზიტით ელექტროენერგიის ან გაზის გატარება არ ნიშნავს, რომ პოლიტიკურ ორიენტაციას იცვლი, უკრაინაც ატარებს რუსულ გაზს და პოლონეთიც, ისინი ხომ არ არიან რუსული ორიენტაციის. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი მდებარეობა და სწორად უნდა აუხსნათ ჩვენი ქმედებები ჩვენს პარტნიორებს“, - ამბობს ჯერვალიძე.
ექსპერტი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ დღეს, სამხრეთის დერეფანი აღარ არის ისეთი ფოკუსირებული, როგორც ეს იყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-თბილისი-ერზრუმის პროექტების განხორციელებისას, როდესაც ამ პროექტების მამოძრავებელი ამერიკის შეერთებული შტატები იყო. დღეს ვითარება შეცვლილია, ასეთი "დრაივერი" არავინ არის - ენერგომატარებლების თემაზე არ არის ერთიანი პოზიცია ევროკავშირში, შეიცვალა თურქეთიც, როგორც სახელმწიფო და აშშ-სთვის, რომელმაც 40 წლიანი ემბარგო მოხსნა ნავთობზე, ნავთობით მდიდარი რეგიონი უფრო კონკურენტი ხდება, ვიდრე მოკავშირე.
ამ ვითარებაში კი, პროექტების განხორციელება სრულად დამოკიდებულია ძლიერ პოლიტიკურ ფიგურებზე და მათ უნარზე, დასახონ მიზნები და შემოიკრიბონ პარნტიორები.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss