ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
აზერბაიჯანული მანათი ლარის მიმართ ისტორიულ  მინიმუმამდე დაეცა
21 დეკემბერი, 2015, 18:41
აზერბაიჯანული მანათი ლარის მიმართ ისტორიულ  მინიმუმამდე დაეცა

თბილისი (GBC) - აზერბაიჯანული მანათი ლარის მიმართ ისტორიულ  მინიმუმამდე დაეცა.

მანათის მეორე დენომინაციდან, 2006 წლიდან, აზერბიჯანული მანათი/ლარის გაცვლითი კურსი 1,7 ლარის ნიშნულს დაბლა არ ყოფილა, 21 დეკემბერს კი, აზერბაიჯანული მანათი ერთბაშად 31%-ით გაუფასურდა და 1,5778 ლარი ღირს, რაც წინა შედეგზე 71 თეთრით (0.7093 პუნქტი)  ნაკლებია.  

ლარის მიმართ მანათის დაცემა, აზერბაიჯანული ვალუტის თავისუფალ მცურავ რეჟიმში გაშვებამ განაპირობა. ამ გადაწყვეტილებით, ორშაბათს, მანათი უფრო მკვეთრად - 47%-ზე მეტად გაუფასურდა აშშ დოლარსა და ევროს მიმართ. მკვეთრი გაუფასურება წელს უკვე მეორედ დაფიქსირდა, ამ დევალვაციამდე, აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა  თებერვალში მანათი 33,5%-ით გააუფასურა. 

მიზეზი  რეგიონში არსებული ვითარება, ნავთობის მკვეთრი გაუფასურება და სავალუტო ნაკადების შემცირება გახდა. ხელისუფლებამ კურსის დასაჭერად სავალუტო რეზერვების მნიშვნელოვანი ნაწილი დახარჯა, თუმცა უშედეგოდ. 

დღეს უკვე ქვეყნის ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ მცურავ გაცვლით კურსზე გადასვლა აუცილებელი გახდა გაძლიერებული გრძელვადიანი შოკების გათვალისწინებით, სავალუტო რეზერვების კრიტიკულ ნიშნულამდე შენარჩუნებისა და საერთაშორისო არენაზე აზერბაიჯანის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად. 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები