| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – „ვისოლ ჯგუფმა“ ქართული კომპანიები ახალი ინიციატივით - „მეტი ქართული პროდუქტი“ გააერთიანა.
ინიციატივის ფარგლებში ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდი“ და „დანკინ დონატსი“, „სმარტთან“, „მარშესთან“, „პურის სამყაროსთან“, „მილკოსა“ და „ბადაგთან“ თანამშრომლობით, იმპორტირებული პროდუქციის ქართულით ჩანაცვლებას იწყებს და ერთგულ მომხმარებელს ქართული პროდუქტებით დამზადებულ კერძებს შესთავაზებს.
,,უნდა აღინიშნოს, რომ ახალი ინიციატივა მნიშვნელოვანი სტიმულია სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის. ეს არ არის უბრალოდ იმპორტირებული პროდუქციის ქართულით ჩანაცვლება და თვითუზრუნველყოფის დაკმაყოფილება, ეს არის მაღალი ხარისხის პროდუქციით თვითუზრუნველყოფა. პროდუქციით, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო ოპერატორების მოთხოვებს. მათი სტანდარტები საკმაოდ მაკაცრია და ის, რომ ქართული პროდუქცია აბსოლუტურ თანხვედრაშია ამ სტანდარტებთან, ნამდვილად მისასალმებელია. კარგი იქნება, თუ სარესტორნე ბიზნესის წარმომადგენლები გაიზიარებენ ამ ინიციატივას და ადგილობრივი ნაწარმით იმპორტის ჩანაცვლებას მაქსიმალურად შეუწყობენ ხელს“, - აღნიშნა პროექტის პრეზენტაციაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ.
,,ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ რომ იდეა ეროვნული წარმოებას წაახალისებს.
,,ჩვენს სუპერმარკეტებსა თუ მერიკული რესტორნების ქსელში მომხმარებელს საქართველოში წარმოებული ახალი ხორცის, რძის პროდუქტების, ნატურალური ხილისა და ბოსტნეულის ნაირსახეობას ვთავაზობთ. უკვე წლებია პროექტის „შეიძინე ქართულის“ ფარგლებში სეზონური, ნატურალური ხილისა თუ ბოსტნეულის რეალიზაციას არაკომერციულ ფასად ვახდენთ. ჩვენი ახალი ინიციატივის „მეტი ქართული პროდუქტის“ ფარგლებში კი, უკვე ამერიკული რესტორნების - „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ ქსელში იმპორტირებული პროდუქციის ქართულით ჩანაცვლებას ვიწყებთ. ეროვნული წარმოების ხელშეწყობით ,,ვისოლ ჯგუფს“ საკუთარი წვლილი შეაქვს ქართული ეკონომიკის განვითარებაში“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss