ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
გოცირიძე: ლარის მყიფე წონასწორობაზე რიტმიდან ნებისმიერი ამოვარდნა გარკვეული გავლენის მომხდენია
ნინო შუბითიძე
16 დეკემბერი, 2015, 21:50
გოცირიძე: ლარის მყიფე წონასწორობაზე რიტმიდან ნებისმიერი ამოვარდნა გარკვეული გავლენის მომხდენია
თბილისი (GBC) – რომან გოცირიძეს ბიუჯეტის უშეცდომო ხარჯვის არ სჯერა, ფინანსთა სამინისტროსთვის ქადაგიძის დაწერილი ფრიადის მიუხედავად, უპრეცედენტოდ თანაბარზომიერი ხარჯვისთვის, რითიც, შექებული ხადური, ბიუჯეტის განხილვაზე თავს პარლამენტში იწონებდა.
ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელს რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა აეჭვებს, რაც მისი გათვლებით თებერვალ-მარტამდე არ იყო მოსალოდნელი, თუმცა, როგორც ჩანს, სებ-ს აქვს შესაბამისი ინფორმაცია.
„ვხედავთ რომ ნახევარ თვეში 383 მლნ ლარია დახარჯული და ≈ 750 მლნ დასახარჯი. კვლავ არსებობს საფრთხეები, შარშანდელივით, ეს, ავანსად გაიცეს იმ ორგანიზაციებზე, რომლებმაც სამუშაოები დროზე ვერ შეასრულეს“, - ამბობს გოცირიძე და გასულ წელთან პარალელს არ ავლებს, რადგან მდგომარეობა უკეთესია, წინა დეკემბერში ერთბაშად, 1,4 მლრდ გაიხარჯა და დიდი ნაწილი ბოლო 1 კვირაში, თუმცა რისკები არის - ლარის მყიფე წონასწორობაზე რიტმიდან ნებისმიერი ამოვარდნა გარკვეული გავლენის მომხდენია.
გოცირიძე ლარის გაუფასურებას არ ელის, რადგან შოკები არ არის, წინა შოკების კი ამოწურულია და კურსზე ასახული.
მისი განცხადებით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება განპირობებულია ინფლაციის მოსალოდნელი ზრდით, განსაკუთრებით წლის II კვარტალში, გაზაფხულისთვის, როცა ბიუჯეტი  ხარჯვის ინერციას აიღებს, რაც ფასებზეც იმოქმედებს, ნეგატიურად.
მისი შეფასებით, 2016 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი არარაციონალურია და შემოსავლების გეგმა არც თუ ისე ადვილად შესასრულებელი.
  
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები