ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
კაპიტალ ბანკის აქციონერი ვერ რეგისტრირდება
ნინო შუბითიძე
15 დეკემბერი, 2015, 16:44
კაპიტალ ბანკის აქციონერი ვერ რეგისტრირდება
თბილისი  (GBC)  –კაპიტალ ბანკმა 11 თვე 2,445 მლნ ლარის ზარალით დაასრულა (01.12.14 – 4,5 მლნ).
ბანკმა კაპიტალის ადეკვატურობის  კოეფიციენტი  7,91%-მდე გაზარდა (ნორმა ≥11,4%), Q3/15-ის მდგომარებით იყო 4,04%.
გაიზარდა კაპიტალიც, 1 დეკემბრისთვის  ბანკის საზედამხედველო კაპიტალი 6,618 მლნ ლარია (01.12.14 – 4,021 მლნ), რაც ჯერ კიდევ არასაკმარისია, თუმცა  ახალ აქციონერს ESOL B. 12 მლნ-მდე შევსების ვალდებულება აღებული აქვს.
საკონტროლო პაკეტის ახალ მფლობელზე კაპიტალ ბანკმა ახლახანს, 6 ოქტომბერს განაცხადა, თუმცა აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებების რეგისტრაციის პროცესი ამ დრომდე არ დასრულებულა.
2014 წლის  ცვლილებებისას, მაშინდელმა  ახალმა აქციონერმა (ალექსანდრე კურტანიძე) 2014 წლის  31 დეკემბრამდე კაპიტალის  გაზრდა ვერ მოახერხა, რისი უკმარისობაც 2013 წლის ნოემბერში სებ-ის დროებითი ადმინისტრაციის შესვლის  მიზეზი გახდა.
ამ დროისთვის ESOL B.V-ი ფლობს აქციების  60%-ს (42,22%+17,78%). 17,78% -   ბანკის ყოფილი მაჟორიტარი აქციონერის, ალექსანდრე კურტანიძის მიერ, კუთვნილი 33,24%-დან  მართვის უფლებით არის გაცემული,  დანარჩენი 15,46%  ანალოგიური ფორმით  გაცემული აქვს Trenfor -ისთვის, რომელიც ამ დროისთვის კუთვნილ 24,54%-ს, გაზაფხულზე 40%-მდე უნდა გაზარდოს.
1 დეკემბრისთვის  ბანკის აქტივები 180,6 მლნ ლარია (01.12.14 – 62,8 მლნ);  დეპოზიტები, ფიზიკური და იურიდიული პირების ანგარიშებზე ჩარიცხვების ზრდის  ხარჯზე  156,7 მლნ ლარამდეა გაზრდილი (01.12.14 – 52 მლნ).
 
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები