ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
პუშკინის ქუჩაზე ესტაკადას კავკასუს როუდ პროჯექტი ააშენებს
15 დეკემბერი, 2015, 14:18
პუშკინის ქუჩაზე ესტაკადას კავკასუს როუდ პროჯექტი ააშენებს
თბილისი (GBC)  -  თბილისში, პუშკინის ქუჩაზე ესტაკადას „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ააშენებს.
კომპანიამ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა და  3 949 999 ლარის ღირებულების კონტრაქტი მოიპოვა.
ეტაკადის მშენებლობისთვის 4,752 მლნ ლარი იყო  გამოყოფილი. ტენდერში 4 კომპანია მონაწილეობდა, ყველაზე დაბალი ფასი  - 3,8 მლნ ლარი „სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველო სევერო-ზაპადის წარმომადგენლობა საქართველოში“ -მ  დაასახელა, თუმცა კომპანია ტენდერიდან დისკვალიფიცირდა. შესაბამისად, გამარჯვებული „კავკასუს როუდ პროჯექტი“ გახდა, რომლის 100% -იანი წილი დასაქმების ექს-მინისტრს, პაატა ტრაპაიძეს ეკუთვნის.
ხელახალი რეკონსტრუქციის შემდეგ, ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად განხორციელდება.
პროექტით, ესტაკადის ქვეშ ხელუხლებელი დარჩება წინა რეკონსტრუქციისას აღმოჩენილი ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლები. ტურისტებს და ქალაქის მაცხოვრებლებს მათი დათვალიერება შეეძლებათ როგორც ზემოდა, ისე ჩასასვლელი კიბეების გამოყენებით.
პროექტის კონცეფცია ითვალისწინებს ესტაკადის ქვეშ ფეხით მოსიარულეთათვის თავისუფალი გადასასვლელის მოწყობას, ესტაკადის მალის ნაშენის მზიდი კონსტრუქციების განლაგების გათვალისწინებით.
გამარჯვებულმა კომპანიამ  სამუშაო უნდა დაიწყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 დღეში. დასრულება კი ხელშეკრულების გაფორმებიდან 210 დღეშია გათვალისწინებული.  
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები