ოქრო NYMEX(უნც.) 1.303.95 +0.68% |
პლატინა (უნც.) 835.85 +1.12% |
ვერცხლი (უნც.) 15.383 +1.40% |
პალადიუმი NYMEX 1.523.60 +0.59% |
ნიკელი (ტონა) 12.987.5 +0.62% |
ალუმინი (ტონა) 1.908.5 +0.33% |
ნავთობი (Brent) 66.98 -0.37% |
გაზი(NYMEX) 2.830 -0.91% |
შაქარი LIFFE (ტონა) 12.40 -0.16% |
ყავა(Robusta), USD (ტონა) 96.97 -0.19% |
ხორბალი (ტონა) 451.38 -0.14% |
ექსკლუზივი
бѓќбѓбѓбѓЄбѓбѓђбѓљбѓЈбѓбѓ бѓбѓЈбѓбѓЎбѓбѓбѓ
კომპანიის სიახლეები
| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |
სპონსორები
კომპანიის სიახლეები
<< უკან
მსგავსი სტატიები
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
9 დეკემბერი, 2015, 14:54

თბილისი (GBC) - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) განვითარების ახალ ეტაპზე გადადის , - განაცხადა კომპანიის ახალმა მენეჯმენტმა ოთხშაბათს, Fitch Ratings-ის მიერ GWP -სთვის რეიტინგის მინიჭებასთან დაკავშირებით გამართულ პრეზენტაციაზე.
„არასაფინანსო სფეროში GWP ერთადერთი კომპანიაა, რომელმაც მიიღო ასეთი მაღალი შეფასება, თავისთავად კომპანიის განვითარებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა აღინიშნოს, რომ ეს კომპანიის ახალი მენეჯმენტის დამსახურებაა. მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ დღეიდან კიდევ უფრო გაუმჯობესდება კომპანიის კორპორაციული მართვა და გაიზრდება ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობა“, - აღნიშნა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა,, გიორგი ცხადაძემ.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგის მინიჭებისთვის საკონსულტაციო მომსახურება და პარტნიორობა, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ კომპანია „გალტ ენდ თაგარტმა“ (Galt & Taggart) გაუწია.
„გვსურს, მივულოცოთ კომპანიას ეს წარმატება. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია კომპანიისთვის, რადგანაც მსგავსი რეიტინგის მიღება, კიდევ უფრო გააუმჯობესებს GWP-ის კორპორაციულ მართვას და გამჭვირვალობას, გაზრდის მის შესაძლებლობას მოიზიდოს თანხები უცხოური ბაზრებიდან. უფრო მეტიც, აღნიშნული მოვლენა მნიშვნელოვანია ქართული კაპიტალის ბაზრების განვითარებისა და ქართული კომპანიებისთვის უცხოური კაპიტალის მოზიდვისთვის. მინდა ხაზი გავუსვა, რომ „გალტ ენდ თაგარტი“ GWP-სთვის რეიტინგის მინიჭების ექსკლუზიური კონსულტანტი იყო. ჩვენმა გუნდმა GWP-ს მხარდაჭერა გაუწია პროცესის ყველა ეტაპზე და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პროცესის წარმატებით დასრულებაში. ეს არის „გალტ ენდ თაგარტის“ მიერ განხორციელებული რეიტინგის მინიჭების მეორე წარმატებული საკონსულტაციო პროექტი. „გალტ ენდ თაგარტი“ საქართველოს ბაზრისთვის, ინოვაციური პროდუქტების შეთავაზების კუთხით ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, სწორედ მათ შორისაა რეიტინგების მინიჭების საკონსულტაციო მომსახურებაც, რომელიც სიახლეა ქართულ ბაზარზე“, - აღნიშნა „გალტ ენდ თაგარტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ გაჩეჩილაძემ.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ფინანსური დირექტორი - გიორგი ვახტანგიშვილი ამბობს, რომ 2015 წლის განმავლობაში, კომპანიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება განავითარა და არსებითი ცვლილებელი განხორციელა. ერთერთი უმთავრესი, რაც 2015 წლის მანძილზე მოხდა არის ის, რომ კომპანია დარგში ინსტიტუციონალური ცვლილებების გენერატორი გახდა.
„ეს ეხება როგორც რეგულატორთან ურთიერთობას - ჩვენ საერთაშორისო კონსულტანტები მოვიწვიეთ და ერთობლივი ვორქშოფის ფორმით განვახორციელეთ პროექტი, არსებული სატარიფო მეთოდოლოგიის გადასინჯვასთან დაკავშირებით, და მეორე მიმართულება - განხორციელდა პროექტი მსოფლიოში წამყვან საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანია AECOM-თან ერთად, რის შემდეგაც ჩვენ შევქმენით სტრატეგიული სამოქმედო რუკა კომპანიისთვის და, აქედან გამომდინარე, დავგეგმეთ ჩვენი მიზნები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფინანსური ინსტიტუტების თვალში კომპანიის სანდოობა საგრძნობლად გაიზარდა და სწორედ ამას ადასტურებს Fitch-ის რეიტინგიც“, - აღნიშნა გიორგი ვახტანგიშვილმა.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის" რეიტინგის მინიჭებისას, Fitch Ratings-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ კომპანიის ახალი მმართველი გუნდი ახალ ინიციატივებზე მუშაობს, რაც კიდევ უფრო მეტად გაზრდის კომპანიის ეფექტიანობას. კომპანიისთვის, ნეგატიური ფაქტორების პერსპექტივაში, რეგულაციაში არსებული გაურკვევლობა და ტარიფების არასაკმარისი ზრდა სახელდება.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ პირველი არასაფინანსო, კერძო კომუნალური ტიპის კომპანიაა საქართველოში, რომელსაც საერთაშორისო სააგენტო Fitch Ratings-მა, „BB -“რეიტინგი მიანიჭა, პროგნოზით „სტაბილური“.
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ ნატვრის ხის საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
28 სექტემბერი, 2022, 11:16
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ტექნოლოგიური კონფერენცია DevOps Con Tbilisi 2022 მესამედ გაიმართება
28 სექტემბერი, 2022, 11:04
კონკურენციის სააგენტომ „ბრენდის მოპარვის“ ფაქტი დაადასტურა
27 სექტემბერი, 2022, 11:02
გამოკითხვა
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |
სპონსორები



















Facebook
Twitter
Rss