ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სავალუტო ფონდი: ცალსახად ვუჭერთ მხარს ეროვნული ბანკის პოლიტიკას
9 დეკემბერი, 2015, 09:28
სავალუტო ფონდი: ცალსახად ვუჭერთ მხარს ეროვნული ბანკის პოლიტიკას
თბილისი (GBC) - საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია აცხადებს, რომ „ცალსახად უჭერს მხარს საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკას, რომელიც ლარის მცურავ რეჟიმში შენარჩუნებას და სავალუტო ინტერვენციებს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში - განსაკუთრებული სავალუტო რყევების დროს - გამოყენებას გულვისხმობს“.
სებ-ის საქმიანობის შეფასებისას, სსფ-ს მისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ „სავარაუდოდ გრძელვადიანი საგარეო შოკებისას ინტერვენციები წარუმატებელი იქნებოდა და მხოლოდ სავალუტო რეზერვების განიავებას გამოიწვევდა“.
მათი შეფასებით, გაცვლითი კურსის გაუფასურებამ საგარეო შოკები შეარბილა იმპორტის შემცირების, ადგილობრივი მწარმოებლების კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისა და ფულადი გზავნილების ღირებულების დაცვის სახით.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეროვნული ბანკის მთავარი ამოცანა ფასების სტაბილურობაა, რაც მცურავ გაცვლით კურსს მოითხოვს. იმისათვის რომ შეძლოს ამ მიზნის მიღწევა და ფინანსური სტაბილურობის დაცვა, ეროვნულ ბანკს სრული საოპერაციო დამოუკიდებლობა უნდა ჰქონდეს.
განცხადებაში საუბარია ეროვნულ ბანკისგან საბანკო ზედამხედველობას გამიჯვნაზეც და აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ფუნქცია დარჩეს დამოუკიდებელი პოლიტიკური და დარგობრივი ჩარევებისგან და განხორციელდეს მაღალი ხარისხით.
შეგახსენებთ, სავალუტო ფონდის მისია საქართველოს 9-21 ნოემბერს სტუმრობდა. 8 დეკემბერს ფონდის მისიამ საქმიანობა შეაფასა და აღნიშნა, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში მისია იმუშავებს ხელისუფლებასთან განზრახულობათა წერილის დასასრულებლად, რაც მოითხოვს შეთანხმებას საბანკო ზედამხედველობის დამოუკიდებლობის შენარჩუნების სტრატეგიაზე, სავალუტო რეზერვების საკმარისი დონის უზრუნველყოფაზე, სახელმწიფო ვალდებულებების მართვისა და განსაჯაროების ფორმატის გაუმჯობესებაზე, ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის სტრუქტურულ რეფორმებზე.
ამ დასკვნითი განხილვების წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი, სსფ-ს მიმდინარე პროგრამის მეორე და მესამე მიმოხილვა 2016 წლის დასაწყისში დასრულდება.
 
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები