ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ბორჯომის Crowne Plaza სტუმრებს 23 დეკემბრიდან მიიღებს
7 დეკემბერი, 2015, 16:20
ბორჯომის Crowne Plaza სტუმრებს 23 დეკემბრიდან მიიღებს
თბილისი (GBC) - მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სასტუმროების ქსელი, InterContinental Hotels Group-ი (IHG), ბორჯომში თავისი ცნობილი ელიტარული ბრენდით – Crowne Plaza-თი შედის.
ქვეყანაში პირველი Crowne Plaza ბალნეოლოგიურ, საკურორტო ქალაქში ცნობილ  პარკის მიმდებარედ განთავსდა. სასტუმრო სტუმრების მიღებას 23 დეკემბრიდან დაიწყებს. ოფიციალური გახსნა 2016 წლის იანვარში იგეგმება. 
Crowne Plaza ბორჯომს  101 კეთილმოწყობილი, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნომერი აქვს.
სასტუმროს მენეჯმენტი აცხადებს, რომ ოთახების დიზაინი კომფორტისა და სტილის არაჩვეულებრივ ბალანსს სთავაზობს სტუმრებს, რომლებსაც ასევე  შეუძლიათ ისარგებლონ  სპორტული დარბაზით, შიდა აუზით, სპა ცენტრით, სადაც მასაჟებისა და კანის მოვლის სხვადასხვა პროცედურების მრავალფეროვანი არჩევანია.
სასტუმროშია 4 რესტორანი და საბავშვო ოთახიც, რათა ოჯახებისთვის დასვენება უფრო მოსახერხებელი იყოს. განთავსებულია 24-საათიანი ბიზნეს ცენტრიც - 6 საკონფერენციო ოთახით.
„ჩვენ კარგად გვესმის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ღამის მშვიდი ძილი ადამიანებისთვის, სწორედ ამისთვის შეიქმნა ‘Sleep Advantage Program’– ექსკლუზიური საწოლებით, Wake-Up Call-ებით, მყუდრო ზონის სართულებითა და არომათერაპიული პროდუქტებით – ღამის მშვიდ ძილს განაპირობებს, რათა საქმიანი მიზნის მქონე სტუმრებისთვის წარმატებული, ხოლო დამსვენებლებისთვის დასამახსოვრებელი მოგზაურობა უზრუნველვყოთ“, - აცხადებს მენეჯმენტი.
აღსანიშნავია, რომ Crowne Plaza-ს სასტუმროები ჩართულია IHG-ის სტუმრების ლოიალობის პროგრამაში, რომელსაც 84 მილიონზე მეტი წევრი ჰყავს.  IHG Rewards Club-ში ჩართვა უფასოა. სტუმრებს შეუძლიათ მასში გაწევრიანდნენ ვებგვერდ ihgrewardsclub.com-ის საშუალებით.
შეგახსენებთ, IHG (InterContinental Hotels Group)  - სასტუმროების  ერთ-ერთი უდიდესი  ქსელია მსოფლიოში, რომლის პორტფოლიოშიც შედის:  InterContinental® Hotels & ResortsHUALUXE® Hotels and ResortsCrowne Plaza® Hotels & ResortsHotel Indigo®, EVEN™ HotelsHoliday Inn® Hotels & ResortsHoliday Inn Express®Staybridge Suites® და  Candlewood Suites®.
2015 წლის იანვარში IHG-მ შეიძინა მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ბუტიკ სასტუმროების ქსელი Kimpton Hotels & Restaurants.
 
 
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები