ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ჯანმრთელი პროდუქტების პომიდორი სმარტის ქსელში გაიყიდება
28 ნოემბერი, 2015, 10:58
ჯანმრთელი პროდუქტების პომიდორი სმარტის ქსელში გაიყიდება
თბილისი (GBC)- კომპანიამ „ჯანმრთელი პროდუქტები“ ბაზარზე უნიტრატო პომიდორი გამოიტანა.
28 ნოემბრიდან კომპანიის წარმოებული პროდუქცია სუპერმარკეტების ქსელ „სმარტის“ ფილიალებში გაიყიდება.
დახლზე გამოტანილი თითოეული პროდუქტი ეტიკეტირებულია და კომპანიის ბრენდირებული ყუთებშია დაფასოებული.
„ჯანმრთელი პროდუქტები“ სასათბურე მეურნეობას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ კოდაში ფლობს. 2000 კვ. მეტრის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სათბურის მშენებლობისთვის 200 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. თანხის ნაწილი სესხია, რომელიც კომპანიამ „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში, საქართველოს ბანკისგან მოიპოვა.
„სულ უფრო მრავლდება სასათბურე მეურნეობები ჩვენს ქვეყანაში. მიზანი იმპორტის ჩანაცვლებაა. თუმცა იმპორტისა და ადგილობრივი წარმოების ჭიდილში, ხარისხს ნაკლები ყურადღება ექცევა. ჩვენი ჯანმრთელობისთვის მთავარი პროდუქციის ხარისხია, რადგან დაავადებათა უმრავლესობა, სწორედ, რომ უხარისხო საკვებისგან მომდინარეობს. ჩვენ გადავდგით პირველი ნაბიჯი და ბიოსტანდარტების შესაბამისი მეთოდოლოგიით მოვიყვანეთ უნიტრატო პომიდორი“, - აცხადებს კომპანიის დირექტორი მამუკა გუნია და აღნიშნავს, რომ მოწეული პროდუქციის ხარისხი ლაბორატორიულად არის დადასტურებული.
გუნია ამბობს, რომ ეს საპილოტე პროექტი იყო, სამომავლოდ კი, მეურნეობის გაფართოება და სხვა ბოსტნეულის წარმოებაც იგეგმება.
სასათბურე მეურნეობის პროექტი (ბიზნესგეგმის მომზადება, სათბურის დაპროექტება/თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა, წარმოების პროცესში კონსულტაცია, შეფუთვა)   საკონსულტაციო კომპანია „აგრო სოლუშენსის“ დახმარებით განხორციელდა.
„ჯანმრთელი პროდუქტების“ სასათბურე მეურნეობა ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული პროექტია. ჩვენმა კოორდინირებულმა მუშაობამ დაადასტურა, რომ საქართველოშიც შესაძლებელია მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება, შეფუთვა და სრულყოფილი სახით მომხმარებლისთვის მიწოდება“, - აცხადებს „აგრო სოლუშენსის“ დირექტორი ირაკლი ჩიქავა და იმედოვნებს, რომ აგროსექტორში ჩართული მეწარმეები აქტიურად დაიწყებენ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას და რისკების დაზღვევას, რაც დამოკიდებულია პროექტის სწორად დაგეგმვაზე.  
 
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები