ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
„ორიფლეიმ საქართველომ" ახალი ბიზნეს ცენტრის გახსნაზე განაცხადა
ნინო შუბითიძე
24 ნოემბერი, 2015, 19:27
„ორიფლეიმ საქართველომ  ახალი ბიზნეს ცენტრის გახსნაზე განაცხადა

თბილისი (GBC) - „ორიფლეიმ საქართველომ"  ახალი ბიზნეს ცენტრის გახსნაზე განაცხადა.

ახალი ლოკაცია თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე (№61) „მეიდან ჯგუფის" ბიზნეს ცენტრში განთავსდა.

ჯგუფმა ახალი ოფისის გახსნა ქსელური მარკეტინგ/კომპანიის საქართველოში მოღვაწეობის 15 წლის იუბილეს დაამთხვია, რომელსაც შვედეთიდან ტოპ მენეჯმენტი სტუმრობდა.

დსთ-ს ქვეყნების ვიცე-პრეზიდენტმა იოჰან როზენბერგმა  ორიფლეიმის საქართველოში საქმიანობა წარმატებულად შეაფასა და  აღნიშნა, რომ პარტნიორებს შორის ერთ-ერთ სტრატეგიულ ქვეყნად მიიჩნევა.

მან  კომერციულის გარდა, სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების  მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოში ფეხდაფეხ მიყვება კომპანიის მსოფლიო ტენდენციას და ყოველწლიურად ახორციელებს საქველმოქმედო პროექტს, რომლის მიზანიც გახლავთ ბავშვების სწავლა-განათლება" - განაცხადა იოჰან როზენბერგმა.

„ორიფლეიმი" შეიქმნა 1967 წელს.  ძმები აფ იოკნიკების  დაარსებული კომპანიას დროისთვის  60-ზე მეტ  ქვეყანაში აქვს საკუთარი  წარმომადგენლობა. ქსელში 3.6 მილიონი კონსულტანტია, რომლებიც ყოველწლიურად 1,5 მილიარდი ევროს შესყიდვებს ახორციელებენ.

„ორიფლეიმ საქართველო"  შარშან კავკასიის რეგიონალური დისტრიბუციის ცენტრი გახდა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები