| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, პირველ და მესამე სექციაზე ავტომაგისტრალის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლოს, ხოლო 2016 წლის გაზაფხულისთვის კი გარე განათების მონტაჟი და მეორადი გზების დაგება დასრულდება.
17, 4 კმ-იანი ავტომაგისტრალის მშენებლობაზე 96 685 218.40 ლარი იხარჯება. ახალი გზა თბილისიდან რუსთავამდე ჩასვლის დროს 15 წუთამდე შეამცირებს.
ფონდის ცნობით, პირველ მონაკვეთზე უკვე დასრულდა მიწის სამუშაოები როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა მიმართულებაზე, ასევე დასრულდა ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა, კერძოდ, წყალგამტარი მილების მოწყობა და მიმდინარეობს ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება გზის ორივე მიმართულებაზე.
მარცხენა მიმართულებით უკვე დაიგო 3,5 კმ ასფალტო-ბეტონის საფარი, მარჯვენა მიმართულებით კი 3 კილომეტრზე მეტი, ჯამში ორივე მიმართულებაზე 8 -კმ ასფალტო-ბეტონის საფარი უკვე მოეწყო. დასრულდა ხუთი საავტომობილო ხიდის და ერთი სატრანსპორტო კვანძის მოწყობა. პროექტის მესამე მონაკვეთზე დასრულდა ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა. გზის ორივე მიმართულებით დაიგო ბეტონის საფარი, ჯამში 12 კილომეტრი. ასევე, დასრულებულია ხუთი ხიდის მშენებლობა. გაკეთდა 3 სატრანსპორტო კვანძი და 3 საფეხმავლო ხიდი.
მიმდინარეობს გზის შემოფარგვლისა და ფეხით მოსიარულეთათვის ბილიკების (ტროტუარების) მოწყობა, გარე განათების ქსელისა და გზის გამწვანების სამუშაოები.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად შედგენილი პროექტი (2011-2012 წელს შემუშავდა პროექტი) არ ითვალისწინებდა გზის გარე განათების ქსელისა და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოწყობას.
პროექტის ძირითადი ნაწილის დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.
ამავე გზის მეორე მონაკვეთი, რომლის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა- ფონიჭალის მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიაა - საორიენტაციო სიგრძით 6,8 კილომეტრი. ამ მონაკვეთზე იგეგმება მდ. მტკვრის გასწვრივ ახალი, დაახლოებით 2 კილომეტრი სიგრძის ურბანული ტიპის შემოვლითი გზის მშენებლობა. გზის განივი კვეთი 4-ზოლიანია, თითოეული ზოლის სიგანე - 3 ,75 მეტრი. გზის სამოსი ცემენტო-ბეტონისაა.
მესამე მონაკვეთი-ფონიჭალის დასახლების გასასვლელთან მდებარე „სოკარის" ავტოგასამართი სადგურიდან რუსთავის ავტობაზრობამდე - სიგრძით 6,6 კილომეტრია. გზის განივი კვეთი 4-ზოლიანია, თითოეულის სიგანე 3,75 მეტრია, გამყოფი ზოლის სიგანე - 6 მეტრი. გზის სამოსი ცემენტო-ბეტონისაა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss