ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ირაკლი გილაური: ინვესტორები საქართველოს ენდობიან
ნინო შუბითიძე
20 ნოემბერი, 2015, 16:02
ირაკლი გილაური: ინვესტორები საქართველოს ენდობიან

თბილისი (GBC) - GHG-ის აქციების IPO ერთგვარი დემონსტრირება იყო იმისა, რომ საქართველოს ინვესტორები ენდობიან", - განუცხადა  BGH-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა „რუსთავის 2-ს".

ამასთან აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სექტორამდე ინვესტორები ქვეყანას აფასებენ და შესაბამისად, „პირველ რიგში დებენ ფულს საქართველოში, რომელმაც აჩვენა, რომ დევალვაციის კრიზისი  საკმაოდ კარგად დაძლია".

საინვესტიციო ბანკირები აცხადებენ, რომ საქართველოში ჯანდაცვის სისტემა განვითარების პროცესშია.  მაღალ შეფასებას აძლევენ ემიტენტის -  „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" (GHG) და შუამავალი  საინვესტიციო ბანკის ( G&T) გაწეულ მუშაობას, მათ სექტორის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებით ინვესტორები დააინტერესეს.  

ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის"  (GHG) აქციები მსოფლიოში ცნობილი  ჰოსპიტალური ბრენდების: NMC Health, Al Noor Hospitals, Spire Healthcare-ის გვერდით განთავსდა.

IPO-ს ფარგლებში „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა" 100 მლნ აშშ დოლარი მოიზიდა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები