| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

Marketer.ge-ის ცნობით, „ჯინს გალერი ჯგუფი" ბაზარზე „დრესაპ ჯგუფის" სახელით აგრძელებს საქმიანობას.
„ჩვენს მულტიბრენდულ მაღაზიებში: ჯინს გალერი და Factory უკვე დიდი ხანია ჯინსთან ერთად სხვადასხვა ბრენდების ფეხსაცმელი და აქსესუარები იყიდება. სწორედ ჯგუფის გაფართოებამ და ახალი მიმართულებების, კერძოდ, ფეხსაცმლის ხაზის გაძლიერებამ და ონლაინ გაყიდვების არხის დამატებამ, რომელიც უახლოეს მომავალში სრული დატვირთვით ამუშავდება, მოიტანა ჯგუფის რებრენდინგის საჭიროება" - აცხადებს „დრესაპ ჯგუფის" მარკეტინგის დირექტორი ირაკლი მკერვალიშვილი.
მისი თქმით, „დრესაპ ჯგუფის" სახელის გარშემო იქნება გაერთიანებული მაღაზიები: LEVIS, LEE & WRANGLER, MAVI, JEANS GALLERY, FACTORY.
ამასთან, შეიცვალა კომპანიის ოფიციალური ვებ-გვერდი და Dressup.ge იქნება ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ონლაინ მაღაზია საქართველოში, რომელსაც ონლაინ კატალოგის ფუნქციაც აქვს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss