ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
2016 წელს LC Waikiki საქართველოში 5 მილიონის ინვესტიციას განახორციელებს
მაია არაბიძე
17 ნოემბერი, 2015, 14:27
2016 წელს LC Waikiki საქართველოში 5 მილიონის ინვესტიციას განახორციელებს
თბილისი (GBC) - 2016 წელს თურქული ბრენდი LC Waikiki საქართველოში კიდევ 4 მაღაზიის გახსნას გეგმავს.

როგორც სააგენტო GBC-ის LC Waikiki-ს საერთაშორისო საცალო ვაჭრობის მენეჯერმა გიორგი დალალიშვილმა განუცხადა, კომპანია მომავალ წელს გაფართოებისთვის 5 მლნ აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს.

უკვე გადაწყვეტილია, რომ 2016 წელს LC Waikiki-ს მაღაზიები გაიხსნება ბათუმში, ზუგდიდში და თბილისში, მეტრო „მარჯანიშვილის" მიმდებარედ. ასევე დაგეგმილია  რუსთავში LC Waikiki-ის Outlet Center-ის გახსნაც.

კომპანიის მენეჯერის განმარტებით, ბათუმში LC Waikiki-ს რიგით მეორე მაღაზია „მეტრო სითის" სავაჭრო ცენტრ „მეტროსითი ფორუმში" გაიხსნება. ბათუმში პირველი სავაჭრო ცენტრის მშენებლობა ჯერ დასრულებული არ არის, თუმცა კომპანიამ 1200 კვ/მ ფართი წინასწარ უკვე დაიქირავა. მაღაზიაში 50 ადამიანის დასაქმება მოხდება.

გიორგი დალალიშვილი ამბობს, რომ 2018 წლამდე LC Waikiki-ს მიზანი საქართველოში მხოლოდ მაღაზიათა ქსელის გაფართოებაა.

სამომავლო გეგმები, მათ შორის, ხომ არ დაიწყებს  LC Waikiki  საქართველოში საკუთარი ბრენდის ტანსაცმლის კერვას, 2018 წლისთვის განისაზღვრება.

ამ დროისათვის LC Waikiki საქართველოში 7 ბრენდული მაღაზიის მფლობელია, რომელთა უმეტესობა თბილისში მდებარეობს.

LC Waikiki-ს ბრენდი 1985 წელს საფრანგეთში შეიქმნა, რომელიც 1997 წელს LC Waikiki Mağazacılık-მა შეიძინა. ქსელი, ემსახურება მილიონობით მომხმარებელს 500-მდე მაღაზიის მეშვეობით, რომლებიც 23 ქვეყანის 141 ქალაქშია განთავსებული.

2015 წლის ბოლოსთვის კომპანია გეგმავს საერთაშორისო მაღაზიების რიცხვის 200-მდე გაზარდოს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები