| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - პრემიერი საქართველოში "ჰენკელის" შემოსვლას მიესალმება.
„ძალიან სასიხარულოა რომ ისეთი მსხვილი კომპანია, როგორიცაა "ჰენკელი", შემოდის საქართველოში და ჩვენს რეგიონში. კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა მე მქონდა დავოსში, იანვარში და სწორედ ეს შეხვედრა გახდა გადამწყვეტი. მისასალმებელია, რომ გერმანული დისციპლინა და ხარისხი შემოდის საქართველოში. ეს არის უმნიშვნელოვანესი,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა გარდაბანში გამართულ პრეზენტაციაზე.
გერმანულმა კონცერნმა საქართველოში წებოცემენტის საწარმოს მშენებლობა დაიწყო. ახალი საწარმო გამოუშვებს ცნობილი ბრენდის Ceresit-ის სამშენებლო წებოვან მასალებს, გამოიყენებს უახლეს ტექნოლოგიებს, რათა უზრუნველყოს ბუნებრივი რესურსების ეფექტური გამოყენება, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს გარემოზე მინიმალურ ზეგავლენას.
წარმოებული პროდუქტი (წებოვანი სამშენებლო მასალა) ექსპორტზე გავა და გაიყიდება კავკასიის რეგიონის ყველა ქვეყანაშიც.
საწარმო ფუნქციონირებას დაიწყებს 2016 წლის მეორე კვარტლისათვის. ქარხნის მშენებლობაში „ჰენკელი" 8 მილიონის ინვესტირებას გეგმავს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss