| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

ცენტრის მშენებლობას საპარტნიორო ფონდი 15 მლნ ლარით აფინანსებს, ის ექსპულატაციაში 2016 წლის დასაწყისში შევა.
„საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის განცხადებით, კომპანიები, რომელიც საკუთარ ობიექტებს ცენტრში გახსნიან, 1 კვ. მეტრი ფართის დაქირავებას 1 ლარად შეძლებენ და ეს ფასი 5 წლით შენარჩუნდება.
საგანელიძის თქმით, ეს კომპლექსი სამეგრელოს რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომაც მიმდინარეობს მუშაობა, რომ სავაჭრო ცენტრში გახსნილი ობიექტებისთვის სპეციალური დაბეგვრის რეჟიმი ამოქმედდეს, რაც გარკვეული პერიოდით ბიზნესის გადასახადებისგან გათავისუფლებას გულისხმობს.
„საპარტნიორო ფონდში" ამბობენ, რომ უკვე არსებობენ დაინტერესებული კომპანიები, რომლებიც რუხში ფილიალების გახსნას გეგმავენ და მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა ფართების ტიხრები მათი მოთხოვნის შესაბამისად გაკეთდეს.
საგანელიძე ამბობს, თქმით, სამეგრელოში მსგავსი სავაჭრო ობიექტი არ არის და იქ ცნობილი ბრენდების შესვლა რეგიონის განვითარებას შეუწყობს ხელს.
მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრში განთავსდება იუსტიციის სახლი, ჰიპერმარკეტი, საავტომობილო სერვისები, აგრო ბაზარი, საყოფაცხოვებო ნივთების, ავეჯის, ტანსაცმლის მაღაზიები, აფთიაქი, საბანკო სივრცე, ინტერნეტ კაფე, გასართობი და კვების ობიექტები და სხვა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss